პაულო კოელიო – “ეპიზოდი”
გენიალური ბრაზილიელი მწერალი და ლირიკოსი - პაულო კოელიო ის ერთადერთი არამუსულმანი მწერალია, რომელიც 2010 წელს ირანს ეწვია ოფიციალურად, 1979 წელს ქვეყანაში განვითარებული რევოლუციის შემდეგ.ირანში, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ლოზუნგად დღემდე მიიჩნევა: „არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი”, – მისი შემოქმედება სხვა უცხოელი მწერლებისაგან განსხვავებით, ირანის სახელისუფლებო წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სწორედ პაულოს ირანში ვიზიტის შემდეგ, 2010 წლის ივნისში, ირანის კულტურის მინისტრმა ისლამ აიათოლა მოჰაჯერანიმ პირველად დაუშვა ქვეყანაში ერთადერთი უცხოელი მწერლის ნაწარმოების გავრცელება. ეს ერთადერთი მწერალი კი,რაღა თქმა უნადა პაოლო კოელიო გახლავთ.
P.S. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პაულო კოელიოს გენიალური ნაწარმოები – „ალქიმიკოსი” სკოლის მოსწავლეთათვის (როგორც კლასგარეშე წასაკითხი ლიტერატურა) ოფიციალურად არის რეკომენდირებული ისეთ სახელმწიფოებში როგორებიცაა – ბრაზილია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა, პორტოგალია, ტაივანი და ესპანეთი. (ავტორი გენია.ჯი)