ლუის კეროლი – “ეპიზოდი”

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა,მატემატიკოსმა,ფილოსოფოსმა,ლოგიკოსმა და ფოტოგრაფმა – ლუის კეროლმა (1832-1898 წლები),1862-1865 წლებში დაწერა დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი ზღაპარი - “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.აღსანიშნავია,რომ წიგნის გამოქვეყნებისთანავე,იგი იქცა ერთობ პოპულარულ ნაწარმოებად.მასზე მოთხოვნილებამ XIX საუკუნისათვის წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია.რის შედეგადაც – “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” დიდი ტირაჟით იქნა დაბეჭდილი და გაყიდული.დაბეჭდილი და გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ იმ პერიოდისათვის სარეკორდო ზღვარს მიაღწია (150 000-ანი ტირაჟით გამოიცა და გაიყიდა).აღნიშნულმა ფაქტმა,ავტორს დიდი ჰონორარი მოუტანა.მალევე მან ოფიციალური თხოვნით მიმართა კრაისტ-ჩერჩის კოლეჯის ადმინისტრაციას (სადაც ის მუშაობდა) რომ,მისთვის ხელფასი შეემცირებინათ.განცხადებაში კი მიუთითა,რომ მის მიერ დაწერილი წიგნიდან – “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”,შემოსული ჰონორარი სრულიად საკმარისი იყო მისი კომფორტული და უზრუნველი ცხოვრებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)