მარკუს ტულიუს ციცერონის პასუხი…
რომის სენატში ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, გენიალურმა რომაელმა ფილოსოფოსმა, პოლიტიკოსმა, ადვოკატმა და ორატორმა – მარკუს ტულიუს ციცერონმა (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები), სენატის ტრიბუნიდან ხოტბა შეასხა ცნობილ რომაელ მხედართმთავარს, დიქტატორ სულას მომხრესა და სპარტაკის აჯანყების ჩამხშობს – მარკუს ლიცინიუს კრასუსს (ძვ.წ.აღ-ით 115-53 წლები). თუმცა რამოდენიმე დღის გასვლის შემდგომ იმავე ტრიბუნაზე გამოსვლისას, იგივე კრასუსი საშინლად გამოლანძღა და გააქილიკა. აღნიშნულმა ფაქტმა კრასუსის გაოცება და გაღიზიანება გამოიწვია. მან ვერ მოთოკა თავი და ციცერონს საჯაროდ ჰკითხა:
„ – განა შენ არ იყავი რამდენიმე დღის წინ რომ მაქებდი?”
ციცერონმა მრავლისმეტყველად გაიღიმა და იმ პერიოდის რომის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს – კრასუსს შემდეგი პასუხი გასცა:
„- დიახ, მე გახლდით. თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ წინა გამოსვლისას მხოლოდ მჭერმეტყველებაში გავივარჯიშე. მინდოდა ჩემი სიტყვის ძალა გამომეცადა ისეთი ჩალის ფასად ღირებულ საგანზე ლაპარაკში, როგორიც თქვენ ბრძანდებით”. (ავტორი გენია.ჯი)