იშვიათი საფოსტო მარკა – “კანადის შავი დედოფალი”
“კანადის შავი დედოფალი” - ინგლისურ ენაზე “Twelve Penny Black”,წარმოადგენს ფილატელისტურ სახელწოდებას,უიშვიათესი კანადური საფოსტო მარკისა,რომლის ნომინალიც გახლდათ 12 პენსი და იგი არის პირველი გამოშვებული მარკა “კანადის პროვინციის” (დიდი ბრიტანეთის კოლონია ჩრდილოეთ ამერიკაში 1841-1867 წლებში).აღნიშნული მარკა გამოშვებულ იქნა 1851 წლის 14 ივნისს (51 ათასი ეგზემპლარი) და იგი წარმოადგენს უპორფერაციო მარკას შავი ფერისა,რომელზეც გამოსახულია გაერთიანებული სამეფოს დედოფალი – ვიქტორია (1819-1901 წლები).თავად დედოფლის პორტრეტი დახატულ იქნა ცნობილი კანადელი ინჟინრისა და კანადის სარკინიგზო ხაზის ერთ-ერთი შემქმნელის – სერ სენდფორდ ფლემინგის მიერ.დღევანდელ დღემდე “კანადის შავი დედოფალი”-ს სულ 6 ეგზემპლარია შემორჩენილი,ისე,რომ არცერთი დაზიანება არა აქვს. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო 12 ეგზემპლარი კი დაზიანებული სახით.მიუხედავად იმისა,რომ თითოეული ეგზემპლარის საბაზრო ფასი 76 000 ამერიკული დოლარია,2009 წელს მის ერთ-ერთ ეგზემპლარში მყიდველმა 299 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა.აღნიშნული მარკა,მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უიშვიათეს მარკად არის მიჩნეული და მას ისეთი მარკების გვერდით აყენებენ,როგორებიცაა – “შავი პენი”,ბრიტანული გვიანა”,”ლედი მაკლეოდი”,”ტრიკერა”,”ტრინაკრია” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)