ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი) – “პატრიოტიზმის” შესახებ…
“პატრიოტობის განვითარებისათვის,ეროვნულის გრძნობის განძლიერებისათვის მიუცილებლად საჭიროა,სხვათა შორის,ეროვნული აღზრდა.ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის საკუთარი ინტერესი საზოგადო ინტერესთან ერთ-ჰყოს,თავის სამშობლოს მაჯის-ცემას მთლად თანა-უგრძნოს,მხოლოდ მაშინ უერთდება იგი მჭიდროდ თავის მამულს ზნეობითის კავშირით,როდესაც ზედმიწევნით და ყოველის მხრით იცნობს იგი მშობლიურ ქვეყანას,თავის ერთხორცს ხალხს და ასე რა გააცნობს კაცს თავის ქვეყანას,თუ არა ეროვნული აღზრდა?.. პატრიოტობა ხომ სიყვარულია, და განა იმის სიყვარული შეიძლება,რასაც ვერ იცნობთ?!. “უნახავი არავის უტირიაო”, – იტყვიან.არა-ეროვნული აღზრდა ადამიანს გულს უცივებს სამშობლოზედ,აცილებს მას და ზრდის მასში დამახინჯებულს კოსმოპოლიტობას…” (ავტორი გენია.ჯი)