იცით თუ არა,რომ
1. გენიალურმა ფრანგმა მოქნდაკემ და ხელოვანმა – ფრანსუა-ოგიუსტ-რენე როდენმა,სამჯერ სცადა ჩაებარებინა “პარიზის ხელოვნების სასწავლებელში”,თუმცა მას სამივეჯერ უარი ეთქვა,იმ მიზეზით,რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სასწავლებლის მოთხოვნებს.
2. “ცუნამის” ოთხმოცი პროცენტი,წყნარ ოკეანეში ხდება.
3. დიდი ფრანგი მწერალი – დენი დიდრო,იმდენად გულმავიწყი იყო რომ ხშირად კვირეების,თვეებისა და უახლოესი ნათესავების სახელებიც კი ავიწყდებოდა.
4. სოკრატე ღრმად დარწმუნებული იყო რომ: “ფასი ჰქონდა მხოლოდ იმას,რაც სიცოცხლისათვის აუცილებელი იყო,დანარჩენი კი ყოველივე არა სასარგებლოდ მიაჩნდა. (ავტორი გენია.ჯი)
5. პირველი “კოლექციონერი” ისტორიაში გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – არისტოტელე,რომელიც მასიურად აგროვებდა სხვადასხვა ქვეყნებში მზარდ მცენარეების იმ ნიმუშებს,რომელთაც მას – ალექსანდრე მაკედონელი უგზავნიდა ლაშქრობებიდან სისტემატიურად.ცნობილია რომ ალექსანდრეს ლაშქრობებში სპეციალურად ჰყავდა წაყვანილი მეცნიერები,რომლებიც ამ საკითხით იყვნენ დაკავებული.
6. გენიალურმა გერმანელმა კომპოზიტორმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა,გამრავლების ტაბულა არ იცოდა.
7. ტაილანდი ერთადერთი სამეფოა მსოფლიოში,რომლის მეფეც ყველა რელიგიის მფარველი და ხელშემწყობია.თუმცა აღსანიშნავია რომ,ტაილანდის კონსტიტუციით იგი აუცილებლად “ბუდიზმის” მიმდევარი უნდა იყოს.
8. ტაილანდში,სულ 32 700 ბუდისტური მონასტერია,სადაც 370 000 ბერი მოღვაწეობს.
9. ერთ-ერთი უძველესი დღემდე მოქმედი უნივერსიტეტი დედამიწაზე,არა სახელგანთქმული სორბონი და კემბრიჯი,არამედ მაროკოში მდებარე უნივერსიტეტი “კარაუნია”,რომელიც დაარსდა 859 წელს,ქალაქ ფესში.