გალილეო გალილეის “პატიების დოკუმენტი”…
“მე,გალილეო გალილეი,ძე ცხონებული ვინჩენცო გალილეისა,ფლორენციის მკვიდრი,სამოცდაათი წლისა,სასამართლოზე გამოძახებული და პირადად ტრიბუნალის წინაშე წარმდგარი,მუხლს ვიდრეკ წინაშე თქვენსა,წმინდაო და ღირსო ბატონო კარდინალებო,რომლებიც გენერალ-გუბერნატორებად ბრძანდებით დადგენილი მწვალებლურ გადახრათა აღსაკვეთად ქრისტიანულ სამყაროში, და ვუყურებ რა და ხელით ვეხები წმინდა სახარებას,ვფიცავ,რომ ყოველთვის მწამდა,ახლაც მწამს და, ღვთის შეწევნით მექნება რწმენა იმისა,რასაც ამტკიცებს და ქადაგებს წმინდა კათოლიკური და სამოციქულო ეკლესია. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ იმის გათვალისწინებით,რომ – მას მერე,რაც მე მივიღე წმინდა ინკვიზიციის გაფრთხილება იმის აუცილებლობის შესახებ,რომ უნდა უარვყო მცდარი მოსაზრება,თითქოს მზე სამყაროს ცენტრია და არ მოძრაობს, და რომ დედამიწა არაა სამყაროს ცენტრი, და რომ ის ბრუნავს, და მას მერე,რაც აიკრძალა ამ სწავლების გაზიარება ანდა გავრცელება,ნებისმიერი საშუალებით,ზეპირად თუ წერილობით, და მას მერე,რაც მიმითითეს,რომ ხსენებული სწავლება ეწინააღმდეგება წმინდა წერილს,მე დავწერე და ვიზრუნე წიგნის გამოცემაზე,რომელშიც ჩავწერე უკვე დაგმობილი სწავლება და წამოვაყენე ძლიერი არგუმენტები მის სასარგებლოდ,მაგრამ არავითარი დასკვნა არ გამიკეთებია,შემდეგ დადგენილ იქნა,რომ მე მწვალებლობაში ვარ ძლიერ ეჭვმიტანილი,ანუ იმაში,რომ ვიზიარებ ცრუ სწავლებას,თითქოს მზე სამყაროს ცენტრია და არ მოძრაობს, და რომ დედამიწა არაა სამყაროს ცენტრი, და რომ ის ბრუნავს, და მჯერა ამ ცთომილებისა.
მაშასადამე,რადგან მსურს,თქვენ მაღალღირსებათა და ყველა მართალი ქრისტიანის გონებიდან ამოვშალო ეს ძლიერი ეჭვი,რომელიც ჩემ წინააღმდეგ სამართლიანად გაჩნდა,ყველა ჩემს შეხედულებას უარვყოფ წრფელი გულითა და ნამდვილი რწმენით, და ვწყევლი და ვგმობ ცთომილებასა და მწვალებლობებს ისევე,როგორც მთლიანობაში ყველა ცთომილებას და სექტას,რომელიც კი ეწინააღმდეგება წმინდა კათოლიკურ ეკლესიას.ვფიცავ,რომ მომავალში არასოდეს არ ვილაპარაკებ ანდა არ ვამტკიცებ ზეპირად ანდა წერილობით მსგავს რაიმეს და თუკი გავიცნობ ვინმე მწვალებელს ანდა პირს,რომელიც ეჭვმიტანილია მწვალებლობაში,შევატყობინებ წმინდა ინკვიზიციას,ანდა ინკვიზიტორს,ანდა იმ ოლქის მოსამართლეს,სადაც იმ მომენტში ვიქნები.ასევე ვფიცავ და პირობას ვდებ,მივიღო და შევასრულო ყველა სასჯელი,რომელიც დამაკისრა ან შეიძლება დამაკისროს წმინდა ინკვიზიციამ. (ავტორი გენია.ჯი) და თუკი დავარღვევ ნებისმიერს ამ დაპირებიდან,განცხადებიდან თუ ფიციდან (რასაც გვიკრძალავს ღმერთი!),დავემორჩილები ყველა წამებასა და სასჯელს,რასაც დამაკისრებენ და რაც გამოცხადებულია წმინდა კანონებითა და სხვა ბრძანებულებებით,საზოგადო და კერძო,რომლებიც მსგავსი დამნაშავეების წინააღმდეგაა მიმართული.დაე,შემეწიოს უფალი ღმერთი და მისი წმინდა სახარება,რომელსაც ჩემი ხელით ვეხები.
მე,ხსენებული გალილეო გალილეი,უარვყოფ,ვფიცავ,პირობას ვდებ და ჩემს თავს ვაკისრებ ყველაფერ ზემოხსენებულს; და ჭეშმარიტი დამოწმებისათვის მე თვითონ,ჩემი ხელით ვაწერ ხელს ამ დოკუმენტს,ჩემი უარყოფის შესახებ; და ვიმეორებ მას სიტყვა-სიტყვით რომში,წმინდა მინერვას მონასტერში,ივნისის 22-ე დღეს,ქრისტეს შობიდან 1633 წელს.
მე,გალილეო გალილეი,უარვყოფ,როგორც ზემოთაა ნათქვამი,საკუთარი ნებითა და წრფელი გულით”. (ავტორი გენია.ჯი)