თეოდორ მომზენის შესახებ…

გამოჩენილი გერმანელი ისტორიკოსი,ფილოლოგი,ძველი რომის ისტორიისა და სამართლის სპეციალისტი - თეოდორ მომზენი (1817-1903 წლები),ავტორი გახლავთ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომისა,როგორიც გახლავთ – “რომის ისტორია”.სწორედ აღნიშნულმა ნაშრომმა მოუტანა მას 1902 წელს ‘ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში და “რომის საპატიო მოქალაქეობა”.ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის გამოშვება ავტორს ხუთ ტომად სურდა,თუმცა პირველი სამი ტომის გამოცემის შემდეგ,მეოთხე ტომი გამოტოვა და მეხუთე ტომი გამოსცა.მეოთხე ტომი კი საერთოდ ამოიღო გამოსაცემი ხუთტომეულიდან.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,მიზეზი “რომის ისტორიის” ტომების წყვეტისა გახლდათ,ავტორის მიერ ძლიერი რომაული იმპერიის მმართველობის თეორიების დაუმტკიცებლობა. (ავტორი გენია.ჯი) ასევე აღსანიშნავია,რომ ისტორიკოსები “რომის ისტორიაში”,უამრავ გადაცდომასა და ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას გადააწყდნენ,რის გამოც მომზენს სუბიექტივზმში დასდეს ბრალი.ამის მაგალითებად,მათ ჩამოთვლილი ჰყავდათ ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებების შესახებ ცნობები,როგორებიც გახლდნენ – მაეკუს ტულიუს ციცერონი,იულიუს კეისარი,გაიუს კრაქსუსი,ჰანიბალი და სხვა.მიუხედავად დიდი კრიტიკისა,თეოდორ მომზენის მიერ დაწერილი ფუნდამენტური ნაშრომი – “რომის ისტორია”,დღემდე ერთადერთი ყველაზე სრულყოფილი და ფუნდამენტური ნამუშევარია,წარსულის მსოფლიოს უდიდესი იმპერიის შესახებ.თეოდორმა იტალიაში მოგზაურობის დროს გამოიკვლია რომის ისტორიის თითქმის ყველა საკითხი -ნუმიზმატიკა,ეპიგრაფია,ქრონოლოგია,ლინგვისტიკა,მეტროლოგია,ლიტერატურა,სამართალი და სხვა.როდესაც იგი 1902 წელს “ნობელის პრემიაზე” წარადგინეს,მის ერთ-ერთ კონკურენტ კანდიდატს წარმოადგენდა,დიდი რუსი მწერალი – ლევ ტოლსტოი,თუმცა ჟიურიმ არჩევანი მომზენზე გააკეთა და თეოდორ მომზენი გახლდათ პირველი ისტორიკოსი,რომელმაც სათავე დაუდო ისტორიული ნაწარმოებების დაჯილდოებას ამ მეტად პრესტიჟული ჯილდოთი (მანამდე მხოლოდ ლიტერატურულ ჟანრს ანიჭებდნენ უპირატესობას).თეოდორ მომზენი კი,დღემდე “რომის ისტორიის” ყველაზე კარგად მცოდნე ისტორიკოსად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)