მარინა ხმალაძე – “საქართველოვ შესვი!”

შენ ვინ გშობა ბოროტებავ,

ვინ გაგიყო ხემსი,

ვინ ჩათესა ჩვენს მიწაში

მტრობა,შური,გესლი…

საქართველოვ,სათნოების

და სიკეთის შესვი!

***

წივის ტყვია,განწირულთა

კვლავ არავის ესმის,

ამოძირკვეს კიდევ ერთი

ერის ჯიში,ფესვი;

საქართველოვ,შენდობის და

მათი ხსოვნის შესვი!

***

მუდამ გვწამდა წინაპრების,

მათი გზის და გეზის,

“ხმა ღვთისა და ხმა ერისა” -

იყოს ყოფის წესი,

საქართველოვ,იმ დიდ რწმენის

გადარჩენის შესვი!