“ქალების გათხოვების წესი უძველეს ბაბილონში”

წელიწადში ერთხელ უძველეს ბაბილონში ყველა გასათხოვარი ქალიშვილი მოედანზე გამოჰყავდათ.მათ ირგვლივ კი საქმროები გროვდებოდნენ.მაცნეს თავდაპირველად გამოჰყავდა ყველაზე ლამაზი ქალიშვილი და კითხულობდა,თუ ვინ გაიღებდა მასში ყველაზე დიდ გამოსასყიდს.ვინც დიდ გამოსასყიდს შესთავაზებდა,ის კიდეც თხოულობდა ყველაზე ლამაზ ქალს.ყოველივე ამის შემდგომ,მაცნე გამოსასყიდს მეორე ლამაზმანისათვის იღებდა,შემდეგ – მესამისათვის და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ბოლოს და ბოლოს,ყველა ლამაზი ქალიშვილი თხოვდებოდა და რჩებოდნენ,მხოლოდ შეუხედავი გასათხოვარი ქალიშვილები,რომელთათვისაც თანხას არავინ იხდიდა.მაშინ მაცნეს გამოჰყავდა ყველაზე უშნო ქალი და კითხულობდა,თუ ვინ წაიყვანდა მას პატარა მზითევთან ერთად.საქმროთა რიგში კი აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ისეთები,რომლებიც ფულისა და მზითვის გამო,შეუხედავ ქალზე,რომ ქორწინდებოდნენ.ამგვარადვე ათხოვებდა მაცნე სხვა შეუხედავ ქალებსაც.შესაბამისად,ლამაზი საპატარძლოების გამოსასყიდი უშნო პატარძლების მზითვს ხმარდებოდა და საბოლოოდ არც ერთი ქალიშვილი გაუთხოვარი არ ჩებოდა. (ავტორი გენია.ჯი)