რანიე III – “ეპიზოდი”
ევროპის ერთ-ერთი “მიკროსახელმწიფოს” – მონაკოს,რიგით მე-12 თავადი,აწგარდაცვლილი - რანიე III (1923-2005 წლები),რომლის ნამდვილი სახელიც გახლდათ ლუი-ანრი-მაქსენს-ბერტრან-გრიმალდი,წარმოადგენდა მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ “ფილატელისტს”.იგი,მას შემდეგ რაც მონაკოს მმართველი გახდა (1948 წელი),ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამა თუ იმ ფორმით,მონაკოს ფილატერისტული პროდუქციის წარმოება-გავრცელებაში.თავად არჩევდა იმ სურათებს,ან მოვლენებს,რომლებიც მონაკოს მიერ გამოცმულ მარკებზე უნდა აღბეჭდილიყო.შესაბამისად მისი მმართველობისას მონაკოში ერთიორად იმატა მარკების გამოცემამ.”მონაკოს თავადი” იმდენად მოხიბლული იყო ფილატელიით,რომ საფოსტო მარკის შესახებ განაცხადა: “საფოსტო მარკები ქვეყნის საუკეთესო ელჩებს წარმოადგენენ”.რენიე III-ეს “უნიკალური” ფილატელისტური კოლექცია,გახდა საფუძველი მონაკოში,საფოსტო მარკებისა და მონეტების მუზეუმის – “Musee des Timbres et des Monnaies de Monaco” დაარსებისა. (ავტორი გენია.ჯი)