იაპონიის გერბის შესახებ…

“ამომავალი მზის” ქვეყანა – იაპონია,მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა,რომელსაც ოფიციალური სახელმწიფო გერბი არ გააჩნია.სწორედ ამიტომ,იაპონიის მოქალაქეების პასპორტებში,გერბის ნაცვლად საიმპერატორო ემბლემის ნიმუშს “ქრიზანთემას” გამოსახავენ.აღნიშნული ემბლემა სათავეს იაპონიის იმპერატორის – გოტობა ინის (1183-1198 წლები) მმართველობის პერიოდში იღებს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,იგი ერთ-ერთი დიდი მოყვარული ყოფილა ყვავილების,მათ შორის განსაკუთრებით ქრიზანთემასი.იმპერატორისვე ინიციატივით,ქრიზანთემის ემბლემის გამოყენება თავდაპირველად დაიწყო,თავის მიერვე დასმულ სახელმწიფო ბეჭდებზე.აღნიშნული ტრადიცია გააგრძელა იაპონიის მომდევნო იმპერატორებმაც.ხოლო “კაკამურას ეპოქაში” (1193-1210 წლები) კი იგი,ოფიციალურ საიმპერატორო ემბლემად იქცა.

P.S. აღსანიშნავია რომ ქრიზანთემას უძველესი ჯილდო (მედლის სახით),”ამომავალი მზის” ქვეყანაში გადაეცემა ქვეყნის წინაშე ყველაზე მაღალი დამსახურების მქონე ადამიანებს. (ავტორი გენია.ჯი)

“ქრიზანთემა” – იაპონელი მოქალაქის პასპორტზე