„წმინდა მამათა შეგონებანი”
1. „ვინ ვარ, უფალო ღმერთო ჩემო, რომ შენ ინებე მიწაზე მოსვლა, ხორცშესხმა და ჯვარცმა ჩემთვის, რათა, აღმადგინო მე ხრწნილებისა და სიკვდილისაგან. გამხადო ღირსი შენი დიდებისა და ღვთაებრივობის თანამოზიარე და მემკვიდრე”.
* * *
2. „ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს სამი ადგილი, სადაც ადამიანს უწევს ყოფნა. პირველი დედამიწაა, სადაც ბევრს ტირიან. მეორე ჯოჯოხეთი, სადაც მუდმივად ტირიან, მესამე კი სამოთხე, სადაც არასოდეს ტირიან და დაუშრეტელი სიცოცხლეა. დედამიწა, სამოთხესა და ჯოჯოხეთს შუა მდებარეობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „ყველა ადამიანი მანკიერებებს ეთაყვანებიან, ისინი თავიანთი ცოდვებით ტკბებიან და თავს იწონებენ”.
* * *
4. „საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ. საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ. ადამიანისათვის უმთავრესი სულის ცხონება უნდა იყოს”.
* * *
5. „უფალო მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა განვასხვავო ერთი მეორისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)