“თვითმკვლელი-მონარქები”
თეოდროს II (1818-1868 წლები) – წარმოადგენდა ეთიოპიის იმპერატორს 1855-1868 წლებში (ნგუსე ნეგესტი),რომლის მიერ დაწყებულმა რეფორმებმა ქვეყანაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქვეყნის გავლენიან ფეოდალებში.კერძოდ მან აკრძალა მონებით ვაჭრობა,შეამცირა გადასახადები,შექმნა ერთიანი არმია,რაც მის წინააღმდეგ ეთიოპიელი დიდგვაროვნების განრისხების მიზეზი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) მათ ინგლისელებს დაუჭირეს მხარი ანგლო-ეთიოპურ ომში 1867-1868 წლებში,რამაც ეთიოპელთა დამარცხება კიდევ უფრო დააჩქარა.მეკდელას ციხესიმაგრის ალყისას თეოდროს II,რომელიც ფაქტიურად განწირული იყო ტყვედ ჩავარდნისათვის,უარი განაცხადა ცოცხლად ტყვედ ჩაბარებაზე და 1868 წლის 13 აპრილს,”ბედის ირონიით” იმ რევოლვერითვე მოიკლა თავი,რომელიც მანამდე თავად დიდი ბრიტანეტის დედოფალმა ვიქტორიამ უსახსოვრა.
სულეიმან I - იგივე სულეიმან იბნ კუტულმიში,რომელიც დამაარსებელი გახლდათ რუმის სასულთნოსი,ქვეყანას სათავეში ედგა 1077-1086 წლებში.იგი აქტიურ ბრძოლას აწარმოებდა ბიზანტიის წინააღმდეგ.გარდა ამისა დაიპყრო ლიდია და იონია,რის შემდეგაც მიენიჭა სულთნის სტატუსი.ამის შემდგომ მან მთელი ყურადღება სირიისა და ეგვიპტისკენ მიმართა.1086 წელს სულეიმანი თავისი არმიით შეიჭრა ანტიოქიაში,რამაც სირიელ დიდებულთა გაერთიანება და მის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) სირიის დედაქალაქ ალეპოსკენ მიმავალ სულეიმანსა და მის ჯარს ბრძოლა მოუწია სირიის ჯარებთან,რა დროსაც იგი დამარცხდა და იმისათვის,რომ ტყვედ არ აეყვანათ 1086 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მისი გარდაცვალების შემდგომ რუმის საულთნო გარკვეული პერიოდის მანძილზე სრულმა ანარქიამ მოიცვა.
საული - წარმოადგენდა გაერთიანებული ისრაელის პირველ მეფეს და მისი ზეობის ხანად მიიჩნევა ძვ.წ.აღ-ით 1050-1030 წლები.ამნ უდიდესი წვლილი დაიდო ისრაელის გაერთიანების საქმეში და ფაქტიურად მთელი შეგნებული ცხოვრების გატარებამაც ბრძოლებში მოუწია.მაშინ როდესაც იგი ბრძოლას აწარმოებდა ფილისტიმლიანელებთან,ერთ-ერთი ბრძოლისას მისი სამი ვაჟი დაიღუპა (იონათანი,ამინადავი და მელქისუა),გარდა ამ უბედურებისა,იგი ტყვედ ჩავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.ერთი ვერსიის თანახმად მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (საკუთარ ხმალზე აეგო),მეორე ვერსიის თანახმად კი სუიციდში “დახმარება”,მის გვერდზე მყოფმა მებრძოლმა გაუწია.მას შემდეგ რაც ფილისტიმილიანელებმა მეფის ცხედარი აღმოაჩინეს,მას თავი მოჰკვეთეს და იგი მთელი თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე მოატარეს.მისი პირადი ძვირფასი საჭურველი კი ასტარტას ტაძარს შესწირეს.საულის გარდაცვალების შემდეგ ისრაელის სამეფოს მეორე მეფე იესეი ბეთლემელის უმცროსი ვაჟი,ლეგენდად ქცეული – დავითი ხდება,რომელმაც საულის სიკვდილის ის მაცნე,რომელიც საულს თვითმკლველობაში დაეხმარა – სიკვდილითვე დასაჯა. (ავტორი გენია.ჯი)
მარკუს სალვიუს ოტონი (32-69 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერატორს,რომელმაც სამოქალაქო ომში მარცხის შემდეგ,სუიციდის ჩადენის წინ,რაც კი ფული გააჩნდა მის ერთგულ სენატორებს,მონებსა და მოსამსახურეებს დაურიგა.მან 69 წლის 16 აპრილს,ხანჯლის გამოყენებით მოიკლა თავი.მისი უკანასკნელი სიტყვები კი,თვითმკვლელობამდე გახლდათ: “მართებულია ერთი მოკვდეს ყველასათვის,ვიდრე ყველა ერთისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)
ჩჟუ იუძიანი (1611-1644 წლები) – წარმოადგენდა რიგით მეთექვსმეტე და უკანასკნელ იმპერატორს მინის დინასტიისა (ჩინეთი),რომლის მმართველობის დევიზიც გახლდათ: “კეთილშობილი და ხელსაყრელი”,1644 წელს პეკინში ლი ძიჩენას (ჩინეთის “გლეხების ომის” ერთ-ერთი მეთაური,რომელმაც საბოლოოდ დაამხო მინის დინასტიის მმართველობა) 400 000-ანი არმიის მიერ ალყაში იქნა მოქცეული.მაშინ,როდესაც მას ელჩები მიუგზავნეს დანებებულიყო – ჩჟუ იუზიანმა ამაზე უარი განაცხადა.იმისათვის რომ მისი ოჯახი მოწინააღმდეგეს ტყვედ არ ჩავარდნოდა ჯერ მეუღლე მოკლა და შემდეგ ქალიშვილები.თავისი მემკვიდრე ვაჟი კი გალაქიდან საიდუმლოდ გააპარა.ყოველივე ამის შემდგომ თავისთან იხმო სარდლები,რომელტაგან არც ერთი მასთან არ გამოცხადდა.სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა,თვითმკვლელობის წინ დაწერა წერილი,რომელშიც ეწერა:
“მორალურად და ფიზიკურად უღირსმა,მივეცი საშუალება აჯანყებულებს დედაქალაქი ალყაში მოექციათ.მე ვწყევლი მხოლოდ იმ მინისტრებს,რომელთაც ამ უბედურებამდე მიმიყვანეს.ახლა კი არ შემიძლია თვალი გავუსწორო ჩემს წინაპრებს,რის გამოც უარს ვამბობ გვირგვინზე და სახეს თმებით დავიფარავ.მე საბოლოოდ ვტოვებ ჩემს სხეულს დამცირებულს” .(ავტორი გენია.ჯი)1644 წლის 25 აპრილს,მინის დინასტიის უკანასკნელმა იმპერატორმა ძინშანეს მთაზე თავი ჩამოიხრჩო.
ჩანდრაგუპტა მაურია - წარმოადგენდა ინდოეთის პირველ გამაერთიანებელსა და მაურიის იმპერიის პირველ მეფეს ძვ.წ.აღ-ით 322-298 წლებში.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში,მან უარი განაცხადა ტახტზე და ასკეტურ ცხოვრებას მიჰყო ხელი,რა პერიოდშიც იგი საკუთარ თავს ხელმძღვანელობდა “ჯაინიზმის” ცნობილი მიმდევრისა და მასწავლებლის – ბჰადრაბაჰუს მოძღვრების მიხედვით.პროვინცია კარნატაკანის ქალაქ შრავანაბელაგოლაში ყოფნისას ჩანდრაგუპტა მაურიამ,თავისივე ნებით უარი განაცხადა ყოველგვარი საკვების მიღებაზე,რის შედეგადაც ამავე ქალაქთან მდებარე გამოქვაბულში 298 წელს აღესრულა.მისი გარდაცვალების შემდგომ იმ გამოქვაბულთან სადაც აღესრულა იგი,აგებულ იქნა ტაძარი,რომელიც დღემდე დგას. (ავტორი გენია.ჯი)