იცით თუ არა,რომ
1. “გელათის აკადემიის” რექტორს – “მოძღვართ-მოძღვარი” ერქვა.
2. ელისაბედ II – პირველი ბრიტანელი მონარქია,რომელიც ჩინეთს ეწვია ვიზიტით 1986 წელს.
3. მექსიკის დედაქალაქი – მეხიკო,აგებულია აცტეკების ყოფილ დედაქალაქ – ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე.
4. 1875 წელს,ამერიკის შეერთებული შტატების პატენტის ბიუროს ხელმძღვანელი იმ მიზეზით გადადგა თანამდებობიდან,რომ გამოსაგონებელი აღარაფერი იყო დარჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)
5. იაპონელები ტელეფონზე საუბრის დაწყებისას,ერთმანეთს მიმართავენ სიტყვებით – Muso,Muso,რაც იაპონურ ენაზე აღნიშნავს – ვლაპარაკობ,ვლაპარაკობ.
6. ესკიმოსები,აზარტულ თამაშებს არ თამაშობენ.
7. ანდების მთების ჩამოყალიბების პროცესში,დინოზავრები უკვე გადაშენებული იყვნენ.
8. ნორვეგიის გერბზე დაწერილია შემდეგი დევიზი – “ყველანი ნორვეგიისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)
9. “აპოკალიპსის” ოთხი უმთავრესი ნიშანია – ავადმყოფობა,ომი,შიმშილი და სიკვდილი.
10. ტელეფონის ცნობილ შოტლანდიელ გამომგონებელს -ალექსანდრე ბელს,თავად არასოდეს დაურეკავს დედისთვის და დისთვის,რადგან ისინი,ორივენი სმენადაკარგულები იყვნენ.