კარლ XIV იუჰანის “ტატუ”
შვედეთისა და ნორვეგიის მეფე 1818-1844 წლებში - კარლ XIVიუჰან (ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი) წარმოადგენდა ნაპოლეონის ომების მონაწილეს,საფრანგეთის მარშალს,ბერნადოტების სამეფო დინასტიის დამაარსებელსა და ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან სახელმწიფო მოღვაწეს ზემოთაღნიშნული სკანდინავიური ქვეყნებისა.მას შემდეგ,რაც იგი 1844 წლის 8 მარტს აღესრულა,მისი ცხედრის ბალზამირების დროს,მეფის ხელზე ნაპოვნი იქნა ფრანგულ ენაზე გაკეთებული ის ტატუ,რომელმაც შვედეთისა და ნორვეგიის სამეფო კარი შოკში ჩააგდო.კერძოდ,კარლ XIV იუჰანს ხელზე ეწერა:
“სიკვდილი მეფეებს!” (ავტორი გენია.ჯი)