იცით თუ არა,რომ
1. ერთადერთი ინგლისის მეფე,რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა,იორკების სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი – რიჩარდ III (1452-1485 წლები) გახლდათ.იგი დაიღუპა 1485 წლის 22 ავისტოს ბოსვორტთან გამრთულ ბრძოლაში,”ვარდების ომის” მსვლელობისას.
2. ბენჯამინ დიზრაელი (1804-1881 წლები),ერთადერთი ებრაელი იყო ისტორიაში,რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
3. უგანდის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორი – იდი ამინ ადა,პრეზიდენტობამდე – უგანდის ორგზის ჩემპიონი იყო კრივში.მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული კრივში 1955 და 1960 წლებში მოიპოვა.
4. მეცნიერთა გამოთვლების თანახმად,საშუალო სიდიდის აისბერგის წონა,ოცი მილიონი ტონას შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი)
5. შუა საუკუნეების გერმანიაში,ინგლისსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში თუკი ადამიანი ვალს აიღებდა,იმის გამო რომ ბევრმა წერა კითხვა არ იცოდა,გამოყენებული ჰქონდათ სპეციალური ხის დაფები რომელზეც ბასრი საგნით იმდენივე ჭრილს აკეთებდნენ რამდენი ვალიც ჰქონდა თითოეულ მევალეს.მაგალითად,თუ ადამიანი ისესხებდა ორ ტომარა ფქვილს,სპეციალურ ხის დაფაზე,კრედიტორი ორ ნაჭვდევს აკეთებდა,თუ კი სამს ისესხებდა შესაბამისად სამ ჭრილს და ასე შემდეგ.აღსანიშნავია ისიც რომ,ინგლისში აღნიშნული წესი XVII საუკუნემდე მოქმედებდა.გერმანიის ქალაქ ვიტენბერგის მახლობლად,სულ ახლახანს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ვალების აღმნიშვნელი ხის დაფა,რომელზეც ოცდასამი ნაჭვდევი იყო დატანილი.აღნიშნული დაფა 1558 წლით თარიღდება. (ავტორი გენია.ჯი)
6. ჩეჩნეთის განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს - იმამ შამილს (1799-1871 წლები),ხმალზე ამოტვიფრული ჰქონდა,შემდეგი სიტყვები: “იგი მამაცად არ იწოდება,ვინც ხმალ შემართული წინ და წინ ბრძოლის დასასრულზე ფიქრობს”.
7. დიდი ბრიტანეთი - მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა,სადაც საფოსტო მარკებზე,არ აწერენ იმას,თუ სად იქნა იგი დამზადებული.მიზეზი კი ამისა გახლავთ ის რომ,პირველი საფოსტო მარკა ბრიტანეთში იქნა დაბეჭდილი და შესაბამისად ხმარებაშიც პირველად ამ ქვეყანაში შემოიღეს.ბრიტანელებმა საფოსტო მარკა პირველად 1840 წლის 6 მაისს დაბეჭდეს.პირველი მარკა რომელიც გავრცელებულიიქნა დიდ ბრიტანეთში,გახლავთ – “შავი პენი”,რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ უძვირფასეს საფოსტო მარკადაა აღიარებული.
8. ინდუსების – წმინდა სადღესასწაულო დღეები,ყოველთვის მზის ამოსვლისას იწყება.ებრაელი იუდეველებისათვის – წმინდა სადღესასწაულო დღეები მზის ჩასვლისას იწყება.ხოლო ქრისტიანებისათვის წმინდა სადღესასწაულო დღეები ყოველთვის შუა ღამისას,თორმეტი საათის შემდგომ იწყება.
9. საინტერესო ფაქტია რომ,”ტელესკოპი” რომელიც გალილეო გალიეის გამოგონებასთან ასოცირდება,თავდაპირველად გამოგონებულ იქნა1608 წელს ნიდერლანდელი სათვალეების ხელოსნის - იოჰან ლიპერეის მიერ.აღნიშნული ხელსაწყო მან ჰააგაში წარადგინა,თუმცა იმ პერიოდის მეცნიერებმა “ტელესკოპი” სრულიად უსარგებლო ხელსაწყოდ მიიჩნიეს.ამ ფაქტმა,ლიპერეის “ტელესკოპის” წარმოებაზე და გავრცელებაზე,საბოლოოდ ათქმევინა უარი.დიდმა იტალიელმა მეცნიერმა – გალილეო გალილეიმ კი,ტელესკოპის ხელსაწყოს საშუალებით უამრავი აღმოჩენა გააკეთა და რაც მთავარია საზოგადოებას მისი დანიშნულება აუხსნა.
10. ინგლისის ლეგენდარული მეფის – რიჩარდ I ლომგულის ცხედრის გამოსყიდვაში,ქვეყნის ბიუჯეტიდან,ავსტრიელი მეკობრეებისათვის (თანამედროვე გაანგარიშებით) გადახდილ იქნა ორი მილიარდი გირვანქა-სტერილნგი.ასეთმა კოლოსალური თანხის გაღებამ ინგლისი,ერთი პერიოდის განმავლობაში “ბანკროტის” პირასაც კი მიიყვანა. (ავტორი გენია.ჯი)