ბოლონიის უნივერსიტეტის შესახებ…

ბოლონიის უნივერსიტეტი – ევროპაში არსებულ უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი უნივერსიტეტია.იგი განთავსებულია იტალიის ულამაზეს ქალაქ ბოლონიაში.აღნიშნული ცოდნის ტაძარი სიძველის მიხედვით მხოლოდ არაბული უნივერსიტეტის – ალ კარაუინის ჩამორჩება.შესაბამისად ბოლონიის უნივერსიტეტი,სიძველის მხრივ მეორე უნივერსიტეტია მსოფლიოში.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ალ კარაიუნის უნივერსიტეტისაგან განსხვავებით,ბოლონიის უნივერსიტეტი საკუთარ კურსდამთავრებულებზე აუცილებლად გასცემდა დიპლომს.ზუსტი თარიღი ბოლონიის უნივერსიტეტის დაარსებისა დიდცანს უცნობიიყო,თუმცა XIX საუკუნეში – ჯოსუე კარდუჩის ხელმძღვანელობით,ისტორიკოსთა კომიტეტმა დაადგინა უნივერსიტეტის დაარსების ზუსტი დრო და იგი განისაზღვრა 1088 წლით.ცნობილია რომ X-XI საუკუნეში ბოლონიაში არსებობდა ხელოვნების თავისუფალი სკოლა,რომელშიც შემდგომ დიდი ენათმეტყველისა და მეცნიერის – ირნერიუსის (1050-1125 წლები) ხელმძღვანელობით სხვადასხვა საგნები,უკვე ისწავლებოდა არა ჩვეული მეთოდით,არამედ გაძლიერებული რეჟიმით.თუკი ადრე იქ ისწავლებოდა რომაული სამართალი,მას დაემატა სხვა სამეცნიერო საგნებიც. 1088 წლიდან ბოლონიაში მდებარე სასწავლებელში ირნერიუსი იწყებს ლექციების კითხვას.სწორედ ამ მომენტიდან იწყებენ მეცნიერები უნივერსიტეტის საფუძვლის ჩაყრას.იგი ხელმძღვანელობდა კათედრას მისსავე გარდაცვალებამდე.გარდა ამისა,ირნერიუსი გახლდათ ბოლონიის უნივერსიტეტის რომაული სამართლის პროფესორი. (ავტორი გენია.ჯი) XII საუკუნისათვის სასწავლებელმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.ამას კი ხელი შეუწყო გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ I-მა,რომელიც იმ პერიოდში ლომბარდიის მმართველიც გახლდათ.იმპერატორი თავად გახლდათ დაინტერესებული უნივერსიტეტის განვითარებით.ქარტია უნივერსიტეტმა სწორედ მისგან მიიღო 1158 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ლექციებთან ერთად ბოლონიის უნივერსიტეტში უამრავი სამეცნიერო გამოკვლევები ტარდებოდა.უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება დიდი პრესტიჟი გახლდათ ნებისმიერი სწავლის მსურველისათვის.აღსანიშნავია,რომ იქ მოხვედრა (სხვა უმაღლესი სასწავლებლებისაგან განსხვავებით) დამოკიდებული იყო არა მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლობაზე,არამედ სათანადო განათლების ქონაზე.შესაბამისად,მნიშვნელობა არ ჰქონდა სტუდენტი არისტოკრატის შვილი იქნებოდა თუ უბრალო გლეხისა.უმთავრესი მახასიათებელი მხოლოდ ცოდნა იყო.ასევე აღსანიშნავია რომ იქ მანდილოსნებს არა მარტო სწავლა შეეძლოთ,არამედ თავადაც გახლდნენ ლექტორები,რაც დამეთანხმებით,რომ იმ პერიოდისათვის უცხო და ერთობ წარმოუდგენელიც კი იყო.ბოლონიის უნივერსიტეტში ისწავლებოდა რომაული სამართალი,თეოლოგია,ფილოსოფია,მათემატიკა და სხვა საგნები.ამ შესანიშნავი ცოდნის ტაძარმა უამრავი ქარტეხილი გამოიარა.ჰქონდა როგორც წარმატებები,ასევე იყო ჩავარდნის პერიოდებიც.თუმცა მისი როგორც განათლების უდიდესი კერის მოშლა მაინც ვერავინ მოახერხა.დღესდღეობით ბოლონიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთ უმდიდრეს ბიბლიოთეკად მიიჩნევა მსოფლიოსი.დასავლეთის სამყაროში ყველაზე მხცოვანმა უნივერსიტეტმა 900 წლისთავი 1988  წელს იზეიმა.ბოლონიის უნივერსიტეტი ისტორიულად ცნობილია როგორც კანონიკური და საზოგადოებრივი სამართლის საუკეთესო სწავლებით.აქვე მოგახსენებთ იმასაც,რომ  სიტყვა – უნივერსიტეტი,სწორედ ბოლონიის უნივერსიტეტში წარმოიშვა მისი დაარსებისას.200 წლიდან ბოლონიის უნივერსიტეტს ლათინიზირებური სახელი – Alma Mater studiorum ეწოდა,რაც თარგმანით – “სწავლის დედაბოძს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი)