განადგურებული ნაწარმოებები…
1. ცენზურის მოთხოვნით,განადგურდა გენიალური ქართველი მწერლის – ალექსანდრე ყაზბეგის დიდებული რომანი – “ელგუჯა”,რომელიც ავტორის მიერ საბოლოოდ ჩასწორებულ ვერსიას წარმოადგენდა.თუმცა,საბედნიეროდ სტამბის მუშებმა ორიოდე ეგზემპლარის გადარჩენა მაინც მოახერხეს და შემოგვინახეს იგი.
2. ასეთივე ბედი გაიზიარა დიდი ქართველი პოეტის – ლადო ასათიანის პირველმა პოეტურმა კრებულმა – “წინაპრები”.იგი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ჩარევით,დაიჭრა და სრულიად განადგურდა.თუმცა აქაც ქართველმა სტამბის მუშაკებმა იმარჯვეს დამისი ორიოდე ეგზემპლარი საგულდაგულოდ გადამალეს და შემოგვინახეს. (ავტორი გენია.ჯი)
3. დიდმა რუსმა მწერალმა – ნიკოლოზ გოგოლმა,თავისი შესანიშნავი ნაწარმოების – “მკვდარი სულების” მეორე ტომი ცეცხლში გადაუძახა.აღნიშნულ ფაქტს რუსმა ლიტერატურათმცოდნეებმა ასეთი ახსნა მისცეს: “რადგან ნიკოლოზ გოგოლმა რუსეთი ვერ იხილა ისეთი,როგორიც მას წარმოედგინა,ძლიერ განიცადა და დეპრესიაში ჩავარდნილმა თავისი საუკეთესო ქმნილება კოცონზე დაწვა”.
4. ცნობილი რუსი მწერლის – ბორის პასტერნაკის პიესა – “ამ ქვეყანაზე”,რუსი საბჭოთა მწერლის ალექსანდრე ფადეევის მიერ,უხერხულ და ამორალურ პიესად იქნა მიჩნეული.მას შემდეგ,რაც აღნიშნული პიესის მიმართ აგრესია და კრიტიკა გამოიხატა,ავტორი იძულებული გახდა იგი გაენადგურებინა.თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ზოგიერთი სიუჟეტი ბორის პასტერნაკმა,მოგვიანებით თავისი ბრწყინვალე ნაწარმოებისათვის – “ექიმი ჟივაგოსათვის” გამოიყენა.
5. გამოჩენილი შოტლანდიელი მწერლის – რობერტ ლუის სტივენსონის მეუღლემ,ქმრის მიერ დაწერილი რომანის – “დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდის” პირველი ხელნაწერი კოცონზე დაწვა.მოგვიანებით აღმოჩენილ წერილში,სტივენსონის მეუღლე ამას იმით ხსნიდა რომ,აღნიშნული ნაწარმოები სისულელის სრული ნაზავი გახლდათ და რომ,მას არ სურდა მისი ქმარი საქვეყნოდ გაექილიკებინათ. (ავტორი გენია.ჯი)