ჯეიმზ კლარკ მაქსველის “ორიგინალური ფსევდონიმი”
გენიალური შოტლანდიელი ფიზიკოსი და კლასიკური ელექტროდინამიკის ფუძემდებელი - ჯეიმზ კლარკ მაქსველი (1831-1879 წლები),თავისი დროის საკმაოდ ცნობილი პოეტიც გახლდათ.იგი გამოირჩეოდა როგორც კარგი პოეტური ნამუშევრებით და დიდებული მეცნიერული ცოდნით,ასევე საოცარი მათემატიკური ფსევდონიმითაც,რომლითაც აქვეყნებდა კიდეც საკუთარ ლექსებს.მაქსველს ფსევდონიმად აღეული ჰქონდა – “dp/dt”,რაც დამეთანხმებით მართლაც გასაოცარი ფსევდონიმია. (ავტორი გენია.ჯი) მისი ფსევდონიმი დიდი ხნის მანძილზე ვერ იქნა გაშიფრული,თუმცა საბოლოოდ მაქსველის მეგობრებმა – უილიამ ტომპსონმა და პიტერ ტეიტმა,თავიანთ მიერ შექმნილ – “ნატურფილოსოფიურ ტრაქტატში”,ჩაიწერეს საწყისი მეორე თერმოდინამიკისა მათემატიკური ფორმით,რომლითაც გაშიფრულ იქნა დიდი შოტლანდიელი ფიზიკოსის – ჯეიმზ კლარკ მაქსველის ორიგინალური ფსევდონიმი,რომელიც შემდეგი სახით იქნა წარმოდგენილი:
dp/dt = JCM