რობერტ უილიამს ვუდის შესახებ…

1931 წელს გერმანიის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში,შესანიშნავ ამერიკელ ფიზიკოსსა და ექსპერიმენტატორს - რობერტ უილიამს ვუდს (1868-1955 წლები) აუწყა,რომ მას ბერლინის უნივერსიტეტმა მიანიჭა – “ფილოსოფიის საპატიო დოქტორის” წოდება.აღსანიშნავია,რომ იმ პერიოდში დოქტორის ხარისხის მინიჭება (თან ისიც უცხოელისათვის) უიშვიათესი მოვლენა გახლდათ.აღნიშნული პერიოდისათვის ერთადერთი გერმანელი ფიზიკოსი გახლდათ – მაქს ფონ ლაუე (1879-1960 წლები),რომელსაც აღნიშნული ხარისხი მიანიჭა ბერლინის უნივერსიტეტმა. (ავტორი გენია.ჯი) პროცედურა,რომელიც ამ მოვლენას წინ უსწრებდა საკმაოდ საინტერესო ვითარებაში მიმდინარეობდა.ბერლინის უნივერსიტეტის მთელ ფიზიკის ფაკულტეტს ხმა უნდა მიეცა წარდგენილი კანდიდატისათვის.კანდიდატს ერთსაც კი ხმა რომ დაკლებოდა,ამ შემთხვევაში დოქტორის ხარისხი არ გაიცემოდა.წარდგენილი კანდიდატის ირგვლივ,იყო თუ არა იგი ღირსეული დოქტორის ხარისხის ტარებისა,იმართებოდა საკმაოდ დიდი პოლემიკები,რა დროსაც წარადგენდნენ,კანდიდატის სხვადასხვა შრომებს.ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.მათ წარადგინეს რობერტ ვუდის ნამუშევარი – “როგორ უნდა განვასხვავოთ ფრინველები ყვავილებისაგან”.აღნიშნულმა ნამუშევარმა,წარდგენისთანავე ყველა მოხიბლა და ხმაც ერთსულოვნად მისცეს.გარდა ამისა,განაცხადეს,რომ რომ რობერტ ვუდი სრულიად იმსახურებდა ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის წოდებას,რაც ესოდენ უიშვიათესი მოვლენა გახლდათ იმ პერიოდის მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)