“შვიდი თავისუფალი ხელოვნება,ან მეცნიერება”

“შვიდი თავისუფალი ხელოვნება,ან მეცნიერება” - რომელიც შედგენილი იყო სქოლასტიკური განათლების საფუძვლებზე,შუა საუკუნეების ევროპაში მოიცავდა შვიდ ძირითად საგანს.ეს საგნები გახლდათ:

(ტრივიუმის დისციპლინები) – გრამატიკა,რიტორიკა,დიალექტიკა.

მაღალ კურსებზე კი ისწავლებოდა (კვადრივიუმის დისციპლინები) – მათემატიკა,გეომატრია,ასტრონომია და მუსიკა.

ასეთი განაწილება საგნებისა შემოღებულ იქნა ფრანკთა მეფის კარლოს I დიდის მიერ 782 წელს.კარლოსის მიერ აკვისგრანაში (თანამედროვე აახენი.გერმანია) დაარსებულ იქნა სკოლა სახელწოდებით – Shcola Palatina,რომლის ხელმძღვანელადაც მისივე ნდობით აღჭურვილი პირი,იორკერელი ბერი ალკუინო დანიშნა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,აღნიშნულმა სკოლამ და სწავლების ასეთმა მეთოდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა,რამაც განაპირობა კიდეც ფრანკთა იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში ანალოგიური სკოლების დაფუძნება.მდიდარი ადამიანები შვილებს სწორედ ასეთ სკოლებში აბარებდნენ.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ნებისმიერი ბავშვისათვის თუ მოზარდისათვის,აღნიშნული სკოლის კურსის გავლა,კარიერის დასაწყისის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა.სწორედ ამგვარად წარმოიშვა სქოლასტიკა,რომელიც იმ საუკუნეებში გაბატონებული უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობის დაძლევის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული მცდელობა გახლდათ.კარლოს დიდის მიერ შემოღებული ასეთი სისტემით განათლების მიღება,დღემდე აღიარებულია საუკეთესო და წარმატებულ ინიციატივად იმ დროინდელ საგანმანათლებლო სისტემისა.აღსანიშნავია,რომ სქოლასტიკურმა სასწავლო პროგრამებმა არა ერთი ცნობილი უნივერსიტეტი მოიცვა და VIII საუკუნიდან მოყოლებული XV საუკუნემდე უმთავრესი საგანმანათლებლო სისტემაც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)