“საჩუქრების” ისტორიიდან…
ერთი ადამიანის მიერ საჩუქრის მირთმევა მეორე ადამიანისადმი,უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს და დღესაც პატივისცემისა და ყურადღების გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.უძველესი ბაბილონელები და შუმერები ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობებით ასაჩუქრებდნენ ერთმანეთს.აღსანიშნავია,რომ ასეთ ძვირფას საჩუქრებს მდიდარი მოქალაქეები,განსაკუთრებით თავინთი შვილის აღმზრდელ-განმანათლებელ მასწავლებლებს აჯილდოვებდნენ.ძვირადღირებული დასაჩუქრების ისტორიები,არა ერთ იმ დროინდელ ლიტერატურასა და ზღაპრებშიც კი არის აღწერილი.ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში,ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა ხელნაწერების,ოქროს სამკაულების,ცხენებისა და ძველი ღვინის მირთმევა. (ავტორი გენია.ჯი) ასევე გავრცელებული ფორმა დასაჩუქრებისა გახლდათ – მონათა (მანდილოსნები,რომლებიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდნენ და ათლეტური აღნაგობის მამაკაცები) ჩუქება.რომაელებს ფაქტიურად ყოველი დღესასწაულის დროს ჰქონდათ ასეთი წესი.ძველი არაბებისათვის ძვირფას საჩუქრად – ჯიშიანი ცხენი,ძვირფასი ნაჭერი და მამაკაცთათვის დამასკური ფარ-ხმალი მიიჩნეოდა.მეფეთა კარზე კი საჩუქრების მირთმევა ერთგვარ აუცილებლობასაც კი წარმოადგენდა.კათოლიკური ეკლესია,მაშინ,როდესაც შუა საუკუნეების ევროპაში დომინანტური პოზიციები ეკავა,სრულიად დასაშვებ ფორმად მიიჩნევდა საჩუქრების ერთმანეთზე გადაცემის წესს და ამის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავდათ სამი მოგვის მიერ უფალი ჩვენი იესო ქრისტეზე მიძღვნილი ძღვენი.შუა საუკუნეების ევროპაში ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა ოქროს სხვადასხა ნაკეთობებისა და მიწების ჩუქება.ეს ტრადიცია დღევანდელ დღემდე შემორჩა და კიდევ უფრო დაიხვეწა.თანამედროვე სამყაროში არა ერთ მდიდარ ადამიანს მიუძღვნია ერთმნეთისათვის ისეთი ძვირფასი საჩუქრები,რომელსაც არა მარტო საჩუქრის მიმღები,არამედ მილიონობით ადამიანიც კი გაუოცებია. (ავტორი გენია.ჯი)