იცით თუ არა,რომ

1. “ჭკუა სინდისის გარეშე” – ასე უწოდებდნენ ფაშისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის მინისტრს – ჰერმან ვილჰელმ გერინგს.

2. რომანი – “კლისონი და ეჟენი”,ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ დაწერილი ნაწარმოებია.

3. ნიკოლოზ II და ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V დეიდაშვილები იყვნენ.

4. ებრაული წარმომავლობის მქონე დიდმა ავსტრიელმა მწერალმა – შტეფან ცვაიგმა,რომელიც დევნილი იყო ფაშისტების მიერ,მეუღლესთან ერთად იმალებოდა ბრაზილიაში,რა დროსაც სტრესში მყოფმა ცოლ-ქმარმა საძილე აბებით მოისწრაფეს სიცოცხლე. (ავტორი გენია.ჯი)

5. უფალი ჩვენი იესო ქრისტე – “არამეულ” ენაზე ლაპარაკობდა.დღეს ამ ენაზე მხოლოდ აისორები საუბრობენ.

6. მდიდარ ბერძნებს,ღმერთების შურის ეშინოდათ.

7. ბერნარდ შოუს შესახებ,უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: “იგი ხარბი კაპიტალისტი და გულწრფელი კომუნისტიაო”.

8. დუელი – ურუგვაიში,ოფიციალურად მხოლოდ 1992 წელს აიკრძალა. (ავტორი გენია.ჯი)

9. “მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა”, – ასე განმარტა შური სულხან საბა ორბელიანმა.