ომარ ხაიამის რამდენიმე ლამაზი ლექსი…
უჩვენოდაც ტრიალებდა
მიწა,ჩვენი თვალთა ჩენა,
უჩვენოდაც იტრიალებს -
მთავარია,რა ვართ ჩვენა!
* * *
აჰ,ფრთხილად დადგი მიწაზე ფეხი,
რომ არ შელახო ბუნების კალთა,
რომ არ გათელო ლამაზის ნეშტი,
მშვენება მისთა ელვარე თვალთა.
* * *
ფიქრებს მიწიერ ცხოვრებაზე გავუღე კარი,
არა დამრჩა რა ცისქვეშეთში გაუგებარი;
და საბოლოოდ ის ვიცი,რომ არა ვიცი რა -
აი,ეს არის მთელი ჩემი მონაპოვარი.
* * *
ჩვენი სამყარო ყველა სხვაზე კარგია,მჯერა.
მე მაინც მიჭირს: მზარავს მოძღვრის სასტიკი მზერა;
შეგირდის ჯაფა ხომ თავადაც მოგეხსენებათ, -
დავბერდი კაცი და ოსტატი ვერ გავხდი ჯერაც.
* * *
ვინც დღეს გონების ხმას მიჰყვება – ხარს წველის თარსი,
ჭკვიანი კაცი წაგებული დარჩება,ნავსი,
ჩვენს დროში უჯობს,კაცმა თავი მოისულელოს,
რადგან დაედო დღეს გონებას ნიორის ფასი.