ფრინიხოსის შესახებ…
ერთ-ერთმა უდიდესმა ძველბერძენმა დრამატურგმა,ტრაგიკოსმა პოეტმა და სოფისტმა - ფრინიხოსმა,რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში,ძვ.წ.აღ-ით 494 წელს ძველბერძნულ თეატრში დადგა თავის მიერვე დაწერილი ტრაგიკული ჟანრის პიესა,რომელსაც - ”მილეტის დაცემა” ერქვა.აღნიშნული პიესა ეხებოდა სპარსეთის მეფის დარიოს I-ის მიერ ანატოლიის დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ქალაქ-სახელმწიფოს – მილეტის განადგურებასა და დაპყრობას.სცენაზე წარმოდგენილმა დრამატულმა სცენებმა,იმდენად უარყოფითად იმოქმედა დამსწრე საზოგადოებაზე,რომ ბევრი მათგანი ტიროდა კიდეც.ამ შემთხვევის შემდეგ ფრინიხოსზე უამრავი ადამიანი და რაც მთავარია,ბერძენთა საიმპერატორო კარიც ცუდად განეწყო.ძველბერძნულმა სასამართლომ ფრინიხოსი აღნიშნული პიესის დაწერისთვის და დადგმისთვის ათასი დრაჰმით დააჯარიმა საბოლოოდ აუკრძალა სპექტაკლების დადგმა ბერძნულ თეატრებში. (ავტორი გენია.ჯი)