“ნელამავალნთა” შესახებ…
“ნელამავალნი” - განეკუთვნებიან პატარა უხერხემლოების ტიპს და ბინადრობენ ზღვებში,ოკეანეებში,ხავსსა და ნიადაგში.მათ შესახებ პირველი ცნობები 1773 წელს მოგვაწოდა და აღგვიწერა დიდმა გერმანელმა ზოოლოგმა და პასტორმა – იოჰან აუგუსტ ეფრაიმ გიოცემ (1731-1793 წლები),რომელმაც მათ თავდაპირველად – “პატარა წყლის დათვები” უწოდა.ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებულ ექსტრემალურ სიტუაციებში სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით.უძლებენ 1000-ჯერ დიდ დოზას რადიაციისას,ვიდრე ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება დედამიწაზე.ნელამავალნი “ტემპერატურის ცვალებადობის” მიმართაც,საკმაოდ გამძლე მიკროსკოპული ცხოველები არიან. (ავტორი გენია.ჯი) შეუძლიათ რამდენიმე საათის მანძილზე -273 გრადუს-ცელსიუსსა და +150 გრადუს-ცელსიუსზეც კი შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ აღნიშნულ არსებებს ძალუძთ კოსმოსშიც კი იარსებონ.მათი სხეულის სიგრძე სულ რაღაც 0.1-დან 1,5 მდე მილიმეტრამდეა.წუთში 2-3 მილიმეტრი სისწრაფით გადაადგილდებიან.გავრცელებული არიან ზღვის დონიდან 6 000 მეტრ სიმაღლეებსა 4 000 მეტრზე დაბლა წყლის სიღრმეებში.დღესდღეობით,სულ ბუნებაში “ნელამავალნების” ცხრაასამდე სახეობაა გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი)