ეგვიპტელთა “წმინდა ცხოველების” შესახებ…
უძველესმა ეგვიპტელებმა პირველად დააწესეს 12 ღმერთის სახელი,პირველად დაიწყეს ღმერთების თაყვანისცემა,მათთვის ტაძრების მშენებლობა,ქანდაკებებისა და საკურთხევლების დადგმა,ქვებზე გამოსახულებების ამოკვეთა,სახალხო დღესასწაულების,ტრიუმფებისა და საზეიმო პროცესების გამართვა.ეგვიპტელებმა ასევე პირველებმა დაყვეს წელიწადი 12 თვედ და ყოველწლიურად ხუთი დღე დაუმატეს,რომ ციკლი არ დაერღვიათ. (ავტორი გენია.ჯი)
უეჭველია,რომ მთელ ქვეყანაზე ხალხი სხვადასხვა სახელის მქონე ერთსა და იმავე ღმერთს ეთაყვანებოდა.მაგალითად,ერთსა და იმავე ქალღმერთს ბერძნები უწოდებდნენ აფროდიტეს,ასირიელები – მილიტას,არაბები – ალილატს,სკვითები – არგიმპასას და ასე შემდეგ.
ყველა ეგვიპტელი ერთსა და იმავე ღმერთს ეთაყვანებოდა,მხოლოდ ისისი და ოსირისია გამონაკლისი,რომელთაც ყველა ერთნაირად აღიარებდა.
ეგვიპტეში ძალიან ბევრი წმინდა ცხოველი იყო,ხოლო თითოეულ ქალაქში – თავისი.თებეში ეთაყვანებოდნენ ცხვარს,მენდესისში – თხას,ბუბასტისში – კატას,ჰერმოპილეში – იბისს,პაპრემისში – ჰიპოპოტამს,თებესა და მოირისის ტბაში – ნიანგს,მთელ ეგვიპტეში კი – ხარებსა და ძროხებს.არც ერთი ეგვიპტელი კაცი ან ქალი არ აკოცებდა ელინს ტუჩებში და არ შეჭამდა მისი ქვაბიდან,არ დაჭრიდა მისი დანით იმიტომ,რომ ელინები ჭამდნენ ძროხის ხორცს,ეგვიპტელები კი წმინდა ცხოველს პირს არ აკარებდნენ.ეგვიპტელები უზენაეს ღმერთქალ ისისს ძროხისრქიან ქალად გამოსახავდნენ.ეგვიპტელები მსხვერპლად წმინდა ხარებსა და მოზვრებს სწირავდნენ.
რატომ არ სწირავდნენ მენდესისში ცხვარს და რატომ დამკვიდრდა ასეთი წესი? ამასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს:
ერთხელ ჰერაკლეს ძალიან მოუნდა მამა ზევსისათვის შეეხედა,ზევსს კი ეს რატომღაც არ სურდა.ჰერაკლემ დაიჟინა და მაშინ,აი,რა გააკეთა ზევსმა: აიღო ცხვარი,გაატყავა და მისი ტყავი წამოისხა.მერე მოაჭრა თავი,სახის წინ დაიჭირა და ასე მიუბრუნდა ჰერაკლეს.ამ დროიდან დაიწყეს ეგვიპტელებმა ზევსის ცხვრისთავიანი ქანდაკებების დადგმა,ცხვარი კი იმ ქალაქში,სადაც ზევსს სცემდნენ თაყვანს,წმინდა ცხოველად იქცა.
ეგვიპტელებს საგანგებო ბანაკებში ჰყავდათ წმინდა ცხოველები,რომელთაც განსაკუთრებული მცველები იცავდნენ.მათი თანამდებობა მამიდან შვილზე გადადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუკი რომელიმე ეგვიპტელი ღმერთების წყალობას დაიმსახურებდა,ჯერ მის სახელზე ლოცულობდა,მერე თავის ვაჟიშვილს ნახევარ ან მთელ თავს კრეჭდა და რამდენსაც იწონიდა შეკრეჭილი თმა,იმდენ ვერცხლს აძლევდა მცველებს.ისინი ამ ვერცხლით ცხოველებისათვის საკვებს ყიდულობდნენ.თუ ვინმე განზრახ მოკლავდა ჩაბარებულ ცხოველს,მას სიკვდილით სჯიდნენ,ხოლო თუ უნებლიეთ შემოაკვდებოდა,მაშინ ქურუმების მიერ დაწესებულ ჯარიმას გადაიხდიდა.
იმ ცხოველთაგან,რომლებსაც ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ,ყველაზე გასაოცარი ნიანგი იყო.ზამთრის ცივ თვეებში ნიანგი არაფერს ჭამს.დღე ხმელეთზეა,ღამეს კი მდინარეში ატარებს,რადგან წყალი უფო თბილია.
ბატის კვერცხისხელა კვერცხიდან ის ერთი ციდა იჩეკება,მაგრამ დიდი იზრდება.მას,ერთადერთს ყველა ცხოველთა შორის,არა აქვს ენა,მხოლოდ ზედა ყბას ამოძრავებს,ქვედა კი უმოძრაო აქვს.მისი პირი წურბელებითაა სავსე.წურბელებისაგან თავის დახსნაში ნიანგს ეხმარება ჩიტი ჭინჭრაქა,რომელიც მის დაღებულ ხახაში დარბის და იქიდან წურბელებს კენკავს.ღორისთვალება ნიანგი წყალში ბრმაა,ხმელეზე კი კარგად ხედავს.
სადაც ნიანგს წმინდა ცხოველად არ მიიჩნევდნენ,მას იჭერდნენ.ამას კი ასე აკეთებდნენ: მონადირე კავზე წამოცმულ ღორის ხორცს უშვებდა მდინარეში,თვითონ კი მდინარის პირად იდგა,ხელში გოჭი ეჭირა და ურტყამდა.გოჭის ჭყვიტინზე ნიანგი მოდიოდა,ხორცს ჭამდა,კავზე წამოეგებოდა და მონადირეები მას ნაპირზე ამოათრევდნენ.მონადირეები ნიანგს,პირველ რიგში,თვაკლებს შლამით უგოზავდნენ,რომ იოლად გამკლავებოდნენ მას.
თებესა და მორისის ტბაში მცხოვრებლები ნინაგს იშინაურებდნენ,ყურში ოქროსა და მინის საყურეებს უკეთებდნენ,წინა თათებზე კი – რგოლებს.განსაკუთრებული საკვებით კვებავდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ.როდესაც ნიანგი მოკვდებოდა,დააბალზამებდნენ და აკლდამაში მარხავდნენ.
ეგვიპტეში ღორი უწმინდურ ცხოველად მიაჩნდათ.თუ რომელიმე ეგვიპტელი შემთხვევით ღორს შეეხებოდა,მყისვე მდინარისკენ გარბოდა და ტანსაცმლიანად განიბანებოდა.მეღორეებს უფლება არ ჰქონდათ,შესულიყვნენ ტაძარში,არც მათ ქალიშვილებს თხოულობდა ვინმე და არც მათ ვაჟიშვილებს ატანდნენ ცოლად ქალიშვილებს.მეღორეების ქალ-ვაჟნი მხოლოდ ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ.მაგრამ წელიწადში ერთხელ,სავსე მთვარეობისას,ღორსაც მსხვერპლად სწირავდნენ ოსირისს (ასე უწოდებდნენ ეგვიპტელები დიონისეს) და მის ხორცსაც მიირთმევდნენ. (ავტორი გენია.ჯი)