რაბინდრანათ თაგორის ნააზრევი…
“უღრმესი სევდა მოიცავს ხოლმე განდგომილსა და უქმად მთვლემარე სულს,თუ ის ცხოვრებასთან სისხლსავსე ურთიერთობას არის მოკლებული”.
* * *
“ყველგან გამართულია თავისუფალი ცხოვრების ლაღი ზეიმი.ჟღერენ საკრავები და ბოლო არ უჩანს მოძრაობასა და ხმაურს.ჩვენ კი ვდგავართ ეზოსთან,მათხოვარივით ხელგაწვდილნი, და შევყურებთ მათ. (ავტორი გენია.ჯი) ხეირიანი სამოსიც კი არ გაგვაჩნია,რომ იქ შევიდეთ.მხოლოდ იმ ქვეყანაში,სადაც განხეთქილების სული გამეფებულა და ადამიანებს ერთმანეთისაგან უთვალავი წვრილმანი დაბრკოლება თიშავს,დაუკმაყოფილებელი დარჩება მსოფლიო
ცხოვრების მთელი სიღრმით საკუთარ ცხოვრებაში ხორცშესხმის მტანჯველი მისწრაფება”.
* * *
“მე არ ძალმიძს განვმარტო დიდი სიბრძნე,რომლითაც ჩემი სიცოცხლის წინამძღვარი აღტაცებით მიმიძღვის ძველი ზღუდეებით დაგრეხილ გზაზე მისი იდუმალი არსის შესაცნობად. და თუ ამ საიდუმლოს ვერ განვმარტავ,მაშინ ყოველივე,რის თქმასაც შევეცდები,იქნება ფუჭი,უნაყოფო და გზას აგაცდენთ.ქომიური ანალიზის თვალით ვინც განჭვრეტს სურათს,ხელში შერჩება მხოლოდ მტვერი და არა მხატვრის შემოქმედებითი აღმაფრენა”.
* * *
“იმდენი გამოცდილება არა მაქვს,ქალის გულის ხვაშიადს ჩავწვდე.ქალები მხოლოდ ზერელედ შემისწავლია,უცხო დამკვირებლის თვალით, და მტკიცე რწმენა შემექმნა,რომ გულს მხოლოდ ისეთ კაცს ჩუქნიან,ვინც მათ ტკივილს მიაყენებს.ისინი უპირატესობის გვირგვინს ცხოველებისთვის წნავენ,რომელიც ამ გვირგვინს გულისთქმის ჭუჭყში გათელავს.თუ ასე არ მოხდება,ქალი ისეთ ვინმეს მიაპყრობს მზერას,ვისაც ეს ყვავილწნული არ შეშვენის,რადგან იმდენად დახვეწილი გრძნობები აქვს,რომ არ ქონას უდრის.არჩევანის დროს ქალები არაფრად აგდებენ ჩემისთანა საშუალო კაცს,რომლებშიც სიდიადე და არარაობა ერთად არის გათქვეფილი. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ როდესაც ვამბობთ,ქალიო,ყოველ შემთხევვაში,ვიცით,რომ ის თიხიდან გამოძერწილი სათამაშო არ არის და არც ვინას კეთილხმოვანი მელოდიაა.ქალები თავს გვანებებენ მხოლოდ იმიტომ,რომ არც ხარბი,თავხედური,შმაგი განუსჯელობა გაგვაჩნია,არც ფანტასტიკური ოცნების უნარი.მათ ვერ მოვდრეკთ ჩვენი გრძნობის ძლიერებით და ჩვენი ოცნების ხატებად ვერ ჩამოვასხამთ.ჩვენ მათ ვიღებთ იმად,რაც სინამდვილეში არიან და ამიტომ მხოლოდ კეთილგანწყობით თუ განიმსჭვალებიან ჩვენ მიმართ,სიყვარულით კი – არასოდეს.ჩვენა ვართ საიმედო საყრდენი,ყოველთვის შეუძლიათ ჩვენს ერთგულებაზე დანდობა.ჩვენთვის მსხვერპლის გაღება ისე ბუნებრივია,რომ მათ ამის ფასი ავიწყდებათ.ერთადერთი ჯილდო,რომელსაც მათგან ვიღებთ,ის არის,რომ გასაჭირში ჩავარდნილები ჩვენგან შველას ითხოვენ.შესაძლებელია,პატივსაც გვცემდნენ,მაგრამ… თუმცა,კმარა! იქნებ ამას სიმწარე მალაპარაკებს და ყველაფერი სიცრუეა.იქნებ სწორედ იქ ვიძენთ,სადაც არაფერს ვიღებთ,ყოველ შემთხევვაში,შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ ასეთი მსჯელობით”. (ავტორი გენია.ჯი)