მიხეილ ჯავახიშვილი – “ილია ჭავჭავაძის” შესახებ…
“ილია ჭავჭავაძის საჯარო ლაპარაკი რამდენჯერმე მოვისმინე.საოცარი ორატორი იყო.არ აღელდებოდა,კილოს არ აუწევდა.თავი რკინის ძეგლსავით ეჭირა.მოპირდაპირეს იშვიათად შეაწყვეტინებდა, და თუ რამდენიმე სიტყვას მიაწოდებდა,მისი რეპლიკა მუდამ მომაკვდინებელი იყო.ხმა ძლიერი ჰქონდა,ლოგიკის მანერა – უნაკლო,დაუნდობარი,რკინისებური ლაპარაკის მანერა – ბოლომდის დინჯი,მაგრამ შეუბრალებელი,მკვეთრი,განმგმირავი,ზოგჯერ ზომიერად ირონიული,მაგრამ მუდამ ზრდილობიანი,დარბაისლური.მოპირდაპირის სუსტ ალაგებს ფოლადის მარწუხივით დასწვდებოდა და ჰგლეჯდა,ათრევდა და მანამდის სთელავდა,სანამ საბოლოოდ არ მოსპობდა.ეს მანერა პოლემიკისა ილიას წერილებსაც აშკარად ეტყობა.მტრებსაც ნაწვნევი ჰქონდათ და ძლიერ ეშინოდათ,შებმას იშვიათად უბედავდნენ.არა თუ ილიას ტოლი,მისი ტიპის ორატორიც კი მეტი აღარ მომისმენია”. (ავტორი გენია.ჯი)