იცით თუ არა,რომ
1. დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი,ღვინოს “კაცობრიობის ცივილიზაციის უდიდეს მწვერვალს” უწოდებდა.
2. “კანონი” ბერძნული სიტყვაა და “გათლილ,სწორ ჯოხს” აღნიშნავს.
3. “კომუნისტი ადამიანური სახით”, – ასე ეძახდნენ ევროპაში საბჭოთა კავშირის გენსეკს – მიხეილ გორბაჩოვს.
4. თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში,სადაც,მუსლიმანი შიიტები და სუნიტები ერთად,ერთ სალოცავში ლოცულობენ.
5. მსოფლიოში 29 ქვეყანა განიცდის “მტკნარი წყლის” დიდ ნაკლებობას.
6. რიმის კათოლიკური ეკლესიის კარდინალებს “წითელი მანტია” იმიტომ აცვიათ რომ,ისინი მზად არიან სისხლი დაღვარონ ეკლესიის დასაცავად.
7. რომის პირველი პაპი “წმინდა პეტრე”,წარმომავლობით ებრაელი იყო.
8. გამოჩენილი რუსი პოეტი და პროზაიკოსი – მიხეილ ლერმონტოვი (იგივე ლერმონტი),წარმოშობით შოტლანდიელი იყო.
9. ლეგენდად ქცეული ეგვიპტის დედოფალი – კლეოპატრა,რვა ენაზე მეტყველებდა და საკმაოდ კარგი “პოლიგლოტიც” გახლდათ.
10. ფილიპინების თავისუფლების სიმბოლო – “ლაპუ ლაპუა” გახლავთ.სწორედ მან მოკლა 1521 წლის 27 აპრილს,დიდი პორტუგალიელი ზღვაოსანი,მკვლევარი და ფილიპინების კუნძულის აღმოჩენი – ფერნანდო მაგელანი. (ავტორი გენია.ჯი)