ფრთები შევისხი თუ წავიქეცი,
თუ დავიფერფლე ეჭვით ფარულით,
სიტყვად ამოვთქვი
თუ ცრემლად მექცა -
ღირდა სიცოცხლედ
ეს სიყვარული…