“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ნუ შეგეშინდება იმის გაკეთების, რაც არასდროს გაგიკეთებია. გახსოვდეს, რომ – “ნოეს კიდობანი” მოყვარულმა ააგო, “ტიტანიკი” კი – პროფესიონალებმა”.
* * *
2. „ისე არაფერი არ აფუჭებს სამიზნეს, როგორც ზუსტი მოხვედრა”.
* * *
3. „ადამიანმა ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა შეარჩიოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ცოტა გულწრფელობა სახიფათოა. დიდი გულწრფელობა კი, კიდევ უფრო დიდად სახიფათო”.
* * *
5. „ცხვრის ფარა, რომელსაც ლომი უდგას სათავეში, ყოველთვის აჯობებს იმ ლომების ხროვას, რომელსაც ცხვარი უდგას სათავეში”.
* * *
6. „კაცს დიდი ფული კი არა, პატარა მიზნები აფუჭებს”.
* * *
7. „მეგობრები უბედურების დროს იცნობა, ხოლო ნათესავები – მემკვიდრეობის გაყოფის დროს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. „იმისათვის რომ მომავალში არ იფიქროთ წარსულზე, წარსულშივე უნდა იფიქროთ მომავალზე”.
* * *
9. „მაიმუნი გაგიჟდა და – ადამიანად გადაიქცა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „გულწრფელობა თვითკონტროლის ნაკლია”.