გიზო ნიშნიანიძის მოსაზრებები…

“უკვე იმ ასაკში შევედი სარკეს რომ გაურბიან, საკუთარი სახის დანახვას მირჩევნია სულის სარკეში ჩავიხედო, იქ უკვე ჩანს, რა მაწუხებს და რა მიხარია. მაგალითად, ამას წინათ ასეთი რამ ვთქვი, – სიმართლე ტყუილმა იცის-მეთქი და მესიამოვნა.ძალიან მოკლედ გამოვთქვი ვრცლად სათქმელი. თითქოს ახალი რა უნდა ვთქვა, მაგრამ განა არის უფრო ძველი და სასწაული, ვიდრე დღე და ღამეა?.. სულ მგონია, ღმერთი დღით და ღამით სიცოცხლესა და სიკვდილს გვაჩვევს, თუ სიკვდილი ძილია, მაშინ მას ექნება თავისი “პრემიალურები”, კარგი სიზმრები. მიხარია, სიყვარულის უნარი რომ მაქვს, წყენას იოლად ვივიწყებ. საკმაოდ მაქვს განვითრებული ინტუიცია და წინათგრძნობა. ადამიანს ბუნებასთან ურთიერთობის უამრავი საშუალება გააჩნია და მინდა ყველა გამოვცადო. ბედისწერის გარდაუვალობაც მჯერა, მთელი მწერლობა ხომ ბედისწერაა. ბედს ბადე უნდა მოუსვა, რომ რაღაც მოჰყვეს მასში. მწამს, რომ არსებობს შეუცნობელი, შემეცნების მიღმიერი, სამყარო იმხელაა, ჩვენი უმაღლესი განათლებაც კი მასთან შედარებით დაწყებითს ჰგავს. ბუნებაში იმდენი საიდუმლოებაა, არ შეიძლება ვიღაცის ხელი არ ერიოს”.

***

“სიცოცხლე ისე უნდა დატოვო კაცმა, როგორც ლხინის სუფრა”.

***

“ისე უნდა მოკვდე, რომ კიდევ დაიბადო”. (ავტორი გენია.ჯი)