უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXVIII”
შენ,როგორც მუზამ,შთამაგონე იმდენი ლექსით,
იმდენ ნაკადულს მიმადევნე,როგორც სათავემ,
რომ პირმოთნენიც,სახელად რომ პოეტი ეთქმით,
ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ,ლექსებს ხლართავენ.
***
მუნჯსაც ჰგონია,შენს თვალებთან მართავს საუბარს,
მავან ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია…
თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი გაუბამს
და მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.
***
ნუ გჯერა,რომ ვინც გაგაღმერთებს მხოლოდ მისი ხარ,
მლიქვნელთა ბრბოებს შენსკენ სავალ გზას რა დაულევს?!
შენ სხვებისათვის მხოლოდ ლექსის სამშვენისი ხარ
და გიმართავენ პირფერობის დღესასწაულებს.
***
შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება,
რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება…