ლაზარე კაგანოვიჩის მოგონებებიდან – “სტალინის” შესახებ…
ლაზარე კაგანოვიჩი (1893-1991 წლები) წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოხელესა და კომუნისტური პარტიის იმ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს,რომელიც უერთგულესი თანამებრძოლი გახლდათ იოსებ სტალინისა.გარდა ამისა,მისი სახელი დღემდე ასოცირდება “წითელ იმპერიაში” განხორციელებულ “სტალინურ რეპრესიებთან”,რომელსაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.კაგანოვიჩის მიერ,მოგვიანებით დაწერილ მოგონებებში,ბევრ მეტად საინტერესო დეტალთან ერთად არის აღწერილი ერთი პატარა მონაკვეთი,რომელსაც ჩემო მკითხველო,აქვე შემოგთავაზებთ:
“არქიტექტორთა და მშენებელთა ჯგუფი წლების განმავლობაში ცდილობდა,დაერწმუნებინა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტი,რომ კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე XX საუკუნის დასაწყისში აშენებულ ეკლესიას არც ისტორიული და არც არქიტექტურული ღირებულება არ გააჩნდა.ამავე დროს,იგი ხელს უშლიდა წითელ მოედანზე დემონსტრაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას.რვა წლის მანძილზე გზავნიდნენ აღნიშნული შინაარსის მქონე წერილებს კრემლში საბჭოთა არქიტექტორები არქიტექტორ შუსევის ხელმძღვანელობით.მთელი ამ რვა წლის განმავლობაში ყოყმანობდა სტალინი და საბოლოოდ მისი დანგრევის განკარგულება გასცა.ხოლო როდესაც ეკლესიის დანგრევის საშინელი აქტი სისრულეში მოიყვანეს,სტალინმა ეკლესიის ნანგრევებს გახედა და მის გვერდით მდგომ – ლაზარე კაგანოვიჩს სინანულით უთხრა:
- ლაზარე,გავა დრო და ამ ეკლესიის დანგრევას ჩვენ დაგვაბრალებენ: შენ,როგორც ებრაელს, და მე,როგოც ქართველს…”(ავტორი გენია.ჯი)