“ლოტოსის ფეხები”
ჩინელი ქალბატონებისათვის ადრეულ საუკუნეებში ტერფის ძირის იდეალურ ზომად სამი დუიმი (ერთი დუიმი უდრის – 2,54 სანტიმეტრს) მიიჩნეოდა.ფეხების დაბინტვის ჩვეულება იმ მიზნით,რათა ტერფს რკალის ფორმა მიეღო და ასეთი ციცქნა ზომის გამხდარიყო,ტანის დინასტიის დროიდან მოდიოდა და, ერთ-ერთი გადმოცემით,მის წარმოშობას მიაწერენ ჩინეთის იმპერატორ – ლი იუნს (937-968 წლები).იმპერატორის ბრძანების საფუძველზე,მის საყვარელ მეუღლეს – იანიანის დაუმზადეს ექვსი ფუტის სიმაღლის (ერთი ფუტი ტოლია – 30,48 სანტიმეტრს) სიმაღლის მქონე ოქროს ყვავილი,რომლის ფურცლებზეც მას უნდა ეცეკვა. (ავტორი გენია.ჯი) ამის გაკეთება კი მხოლოდ თითის წვერებზე იყო შესაძლებელი.დედოფალმა აბრეშუმის ლენტი ისე შემოიხვია ტერფებზე,რომ ისინი ნახევარმთვარეს დაამსგავსა.მეორე ლეგენდის თანახმად,ერთ-ერთმა ჩინეთის ხელმწიფემ გასცა განკარგულება დაემზადებინათ ოქროს ლოტოსები,დაეწყოთ მიწაზე და თავის საყვარელ ხარჭას უბრძანა გაევლო ყვავილის ამ რიგზე.როდესაც იგი მიდიოდა,იქმნებოდა შთაბეჭდილება,რომ თითოეული მისი ნაბიჯი ყვავილებს აჩენდა.
ფეხების დაბინტვის ჩვეულება არ ვრცელდებოდა გოგონებზე გლეხების ოჯახიდან.მათ “დიდფეხებს” უწოდებდნენ.ეს ზედსახელი XX საუკუნის დასაწყისამდე შერჩათ,ჩინეთში დაბალი სოციალური სტატუსის მქონე გოგონებს.ფეხს რკალისებრი ფორმა უნდა მიეღო,ჩინელ გოგონებს პატარაობიდანვე ფეხის თითებს ტერფებისკენ მოუხრიდნენ და ბინტით მაგრად შეუკრავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ზოგჯერ მდიდარი ჩინელების ცოლებსა და ქალიშვილებს იმდენად პატარა ტერფები ჰქონდათ,რომ მათ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეეძლოთ.სამაგიეროდ ასეთ ფეხებს უწოდებდნენ ან ლოტოსებს,ან შროშანებს. “ისინი ჰგვანან ლერწამს,რომელსაც ქარი არხევს”, – ასე აფასებდნენ ქალების ამ სისუსტეს. “ოქროსღილებიანი” ქალები ადგილიდან ადგილზე გადაჰყავდათ ორთვალათი,ან ტახტრევნით,ან ძლიერ მოსამსახურე ქალებს – ბავშვებივით ზურგზე მოკიდებული.
ევროპელი ქალები ფეხების დამახინჯებას განიხილავდნენ,როგორც სადიზმს,რადგან დაბინტვა დიდ ფიზიკურ ტკივილს იწვევდა და აბსოლუტურად ამახინჯებდა ფეხებს.თუმცა ამის გამართლება შეიძლება მოარული დებულებით,რომ სილამაზე,მოდა მოითხოვს მსხვერპლს.ყველა ქალი ამ მსხვერპლს თავისი ნებით გაიღებდა.საქმე იქამდეც კი მივიდა,რომ როცა 1664 წელს მანჯურიელ მანდილოსნებს აუკრძალეს ფეხების ამ ფორმით დამახინჯება,ისინი საშინლად აღშფოთდნენ,რამაც დიდი პროტესტი გამოიწვია.ჭეშმარიტად სავალალო შედეგი “ფეხებდაბორკილი” ქალებისთვის იყო ის,რომ მათ აღარ შეეძლოთ სიამოვნება მიეღოთ ცეკვით,ფარიკაობით,ფიზიკური ვარჯიშებით,რასაც უწინ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა და ელემენტარულად დამოუკიდებლად სიარულით.სწორედ ამ მიზეზით,ცეკვის ხელოვნება ჩინეთის საზღვრებს იქით გადავიდა – კორეასა და იაპონიაში.ჩინეთში კი კარგა ხნის მანძილზე იგი დავიწყებულ იქნა. (ავტორი გენია.ჯი)