იბნ რუშდი (ავეროესი)

აბულ ვალიდ მუჰამად იბნ აჰმად იბნ რუშდი – რომელიც საზოგადოდ უფრო ცნობილია,როგორც – ავეროესი,დაიბადა 1126 წლის 14 აპრილს ალმორავიდების იმპერიის ქალაქ კორდობაში (თანამედროვე ესპანეთი).იგი წარმოადგენდა დიდ ანდალუზიელ არაბ ფილოსოფოსს,ექიმსა და “ავეროიზმის” ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელს.იბნ რუშდის მამა,მთავარი მოსამართლე და მუფტი (მუსულმანთა უმაღლესი სასულიერო პირი) გახლდათ კორდობაში. (ავტორი გენია.ჯი) სწავლობდა იმ პერიოდის საუკეთესო სწავლულებთან,რა დროსაც დაუახლოვდა გამოჩენილ სუფიელ მოაზროვნეს და ღვთისმეტყველს – იბნ არაბის,დიდ არაბ ფილოსოფოსსა და ექიმს – იბნ ტუფაილსა და ცნობილ არაბ მედიკოსს – იბნ ზუჰრს.ალმოჰადების დინასტიის სულთნის – აბუ იაკუბ იუსუფის მმართველობისას მიაღწია უმაღლეს საპატიო თანამდებობებს.ამავე პერიოდში რამდენიმე ხნის მანძილზე იცხოვრა მაროკოში,სევილიასა და კორდობაში.იბნ რუშდი აქტიურად იყო დაკავებული არისტოტელეს თხზულებების თარგმანებითა და კომენტირებით (სწორედ აღნიშნულიდან ჩამოყალიბდა შუასაუკუნეების და აღორძინების ხანის ფილოსოფიაში სიტყვა – “კომენტატორი”).ავეროისს მისი ფილოსოფიური მხედველობიდან გამომდინარე აღმოსავლურ პერიპათეტიზმის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ.თუმცა იქვე აღნიშნავდნენ,რომ იგი მხარს უჭერდა აუთენტურ არისტოტელიზმსაც. (ავტორი გენია.ჯი) იბნ რუშდის ნაშრომებზე აშკარად იგრძნობა გავლენა დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსის – თემისტიოსის და ამონიუსისა.გამოჩენილ სპარს ღვთისმეტყველთან და ფილოსოფოსთან – აბუ ჰამიდ ალ გაზავისთან დავის დროს,იგი გამოდიოდა,როგორც რაციონალური დამცველი ფილოსოფიისა.ალმოჰადების დინასტიის მესამე ემირის – იაკუბ ალ-მანსურის მმართველობის დასაწყისში,ავეროისი დიდ პატივში იმყოფებოდა.თუმცა მოგვიანებით დადანაშაულებულ იქნა “ყურანის” სწავლებების მიმართ უყურადღებობასა და უპატივცემულობაში,რის გამოც დაატოვებინეს ყველა დაკავებული თანამდებობა და გააძევეს მაროკოდან.რის შემდეგაც დასახლდა კორდობის სიახლოვეს.მას შემდეგ,რაც თავად სულთანი დაინტერესდა ფილოსოფიით,იგი კვლავ იხმეს სულთნის სამეფო კარზე მაროკოში.ამავე პერიოდში,შუასაუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა ფილოსოფიური მიმართულება,რომელიც დაფუძნებული გახლდათ არისტოტელეს სწავლებებზე,იბნ რუშდის ინტერპრეტაციით,რასაც მოგვიანებით – “ავეროიზმი” ეწოდა.”ავეროიზმი” კი,თავის მხრივ ანვითარებდა ავეროისის იდეებს სამყაროს ხელთუქმნელობისა და მარადიულობის შესახებ.აღნიშნულმა ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ მრავალი ფილოსოფოსის მხარდაჭერა ჰპოვა.მათ შორის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები გახლდნენ,ფრანგი ფილოსოფოსი – სიგერ ბრაბანტიელი (1240-1284 წლები) და ბოეციუს დაკიელი (1230-1284 წლები).მაროკოში დაბრუნებიდან მალევე,აბულ ვალიდ მუჰამად იბნ აჰმად იბნ რუშდი (ავეროისი) 1198 წლის 10 დეკემბერს ქალაქ მარაკეშში აღესრულა.მის მიერ შემუშავებული ფილოსოფიური ხედვები კი,ერთობ პოპულარული გახლდათ XIII-XVI საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. (ავტორი გენია.ჯი)