მიხეილ ბულგაკოვის “სიცოცხლის უკანასკნელი წუთები”
დიდი რუსი მწერალი,დრამატურგი,თეატრალური რეჟისორი,მსახიობი და ავტორი საყოველთაოდ ცნობილი,გენიალური რომანისა – “ოსტატი და მარგარიტა” – მიხეილ ბულგაკოვი (1891-1940 წლები),მხარს არასოდეს უჭერდა ბოლშევიკურ რევოლუციას და თავის მიერ დაწერილ რიგ ლიტერატურულ ნაშრომებში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და ამათრახებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. (ავტორი გენია.ჯი) ამის გამო იგი უამრავ პრობლემებში იყო გახვეული.მას შემდეგ,რაც იგი თირკმელების დაავადებით საწოლს მიეჯაჭვა და ბოლო წუთებს ითვლიდა,თავიდან არ მოსცილებია ერთგული მეუღლე ელენა.რომელიც თავის მხრივ მარგარიტას პროტოტიპად აიღო მწერალმა.სიკვდილის წინ ბულგაკოვის ბუნდოვან სიტყვებს მეუღლე ვერ გებულობდა.დაბნეული და მწუხარებისაგან შეპყრობილი ქალი,ქმარს შეეკითხა:
- რა მოგაწოდო ძვირფასო? წამალი,წყალი თუ ლიმონის წვენი?
პსუხი არ ჩანდა… რამდენიმე წუთიანი ინტერვალის შემდეგ,ქალმა მომაკვდავ მიხეილს,მისი დიდებული ნაწარმოები – “ოსტატი და მარგარიტა” შესთავაზა.
უცაბედად,სახე გაბრწყინებულმა მიხეილ ბულგაკოვმა თავი ბალიშიდან აიღო და მეუღლეს უთხრა:
- იმისათვის,რომ იცოდნენ… იმისათვის რომ იცოდნენ… - და ამის იქვე დაამატა: - შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ… შენ შემიცვალე მთელი სამყარო… მიყვარხარ და პატივს მოგაგებ! ჩემო სიყვარულო,ჩემო მეუღლევ,ჩემო სიცოცხლევ! – ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ,მიხეილ ბულგაკოვმა თავისი უკანასკნელი სიტყვა წარმოსთქვა:
- “სინათლე!”
1940 წლის 10 მარტს მოსკოვში აღესრულა დიდი რუსი მწერალი – მიხეილ ბულგაკოვი.მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ,ბულგაკოვების სახლში გაისმა სატელეფონო ზარი.როდესაც ელენამ ტელეფონი აიღო,მოსაუბრემ უთხრა:
- თქვენ გესაუბრებიან ამხანაგ იოსებ სტალინის სამდივნოდან.მართალია თუ არა,რომ ამხანაგი მიხეილ ბულგაკოვი გარდაიცვალა?
- დიახ,ის გარდაიცვალა, – იყო პასუხი,რის შემდეგაც მოსაუბრემ ყურმილი დაკიდა.მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მიხეილის სახელს თავის ნაწარმოებებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში “ტაბუ” ედო.თუმცა საბჭოთა კავშირში 1990-იან წლებში განხორციელებული ეგრეთ წოდებული “გარდაქმნის” პერიოდში,მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებები მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა და იგი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო რუს მწერლადაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)