იცით თუ არა,რომ
1. ”გოიმი” – ებრაული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “არაებრაელს” აღნიშნავს.
2. მუსულმანები აბრაამს – იბრაჰიმს,მოსეს – მუსას,იესოს – ისას,მარიამს – მარიმანეს,ხოლო წმინდა გიორგის – ხიზრის უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი)
3. ალექსანდრე პუშკინსა და თედორე დოსტოევსკის საკუთარი ბინა არ ჰქონდათ,რის გამოც სანკტ-პეტერბურგში ქირით ცხოვრობდნენ.
4. ინდოეთში თაფლს – “თხევად ოქროს” უწოდებენ დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)
5. კათოლიკეები მსოფლიოს 235 ქვეყანაში ცხოვრობენ.ისინი მილიარდზე მეტნი არიან და ქრისტიანების საერთო რაოდენობის 52 %-ს შეადგენენ.
6. გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე - სოკრატე,ფეხსაცმელებს მხოლოდ და მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში იცმევდა, დანარჩენ დროს კი – ფეხშიშველა დადიოდა.
7. ბოშები დღემდე მკაცრ ფეოდალურ იერარქიას ინარჩუნებენ და საკუთარი იმპერატორიც ჰყავთ,რომელიც რუმინეთში ცხოვრობს.
8. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანის – ბენჯამინ ფრანკლინის დიდი სურვილი იყო,რომ ინდაური,ამერიკის ეროვნულ ფრინველად გამოცხადებულიყო,თუმცა საბოლოოდ არჩევანი – არწივზე შეჩერდა.
9. ბიბლიის ათ მცნებას “დეკალოგი” ჰქვია.
10. დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი,იტალიას – “ევროპის დაუცველ მუცელს” ეძახდა. (ავტორი გენია.ჯი)