„დამაკვირდი”
1. „როდესაც საქმე ფულს ეხება, ყველა ერთ ღმერთს ვაღიარებთ”. – ვოლტერი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „არავინ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს”. – ონორე დე ბალზაკი
* * *
3. „ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მეგობრებს კი, მე არ ვჭამ”. – ჯორჯ ბერნარდ შოუ (ამერიკელი ლიტერატორი ვეგეტარიანელი გახლდათ)
* * *
4. „ჭეშმარიტება ვერასდროს იმარჯვებს, უბრალოდ – მისი მოწინააღმდეგები იხოცებიან”. – მაქს პლანკი
* * *
5. „სანამ მბრძანებლობას დაიწყებდე, მორჩილება ისწავლე”. – ჰეროდოტე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „მე ვწერ იმისთვის, რომ გავიგო რაზე ვფიქრობ”. – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
* * *
7. „უნაყოფო ხეს ქვას არ ესვრიან”. – საადი
* * *
8. „სიტყვების ნახევარი იმას ეკუთვნის, ვინც მათ წარმოთქვამს, ნახევარი კი მას, ვინც უსმენს”. – მოლიერი
* * *
9. „თუკი ყველა თქვენ გაქებთ, ესე იგი თქვენი დასაფლავების დღეა”. – ფოლკინარე
* * *
10. „მოხუცებს უყვართ კეთილი რჩევების მიცემა, რადგან აღარ შეუძლიათ ცუდი მაგალითის ჩვენება”. – ფრანსუა დე ლაროშფრუკო