“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „არასოდეს დაიწუწუნო დროის სიმცირეზე, რადგან შენს დღე-ღამეშიც ზუსტად იმდენივე საათია, რამდენიც ჰქონდათ არქიმედეს, ნიუტონსა და აინშტაინს”.

* * *

2. „ლამაზი ქალი, თვალისთვის სამოთხეა, გონებისთვის ჯოჯოხეთი, ჯიბისთვის კი გასაწმენდი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „შენი ცხოვრების სიგრძეს ვერაფერს უზამ, სამაგიეროდ შეგიძლია მის სიღრმესა და სიგანეს მოუხერხო რამე”.

* * *

4. „წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები თავს უსაფრთხოდ მხოლოდ ამ წიგნის ფურცლებზე გრძნობენ”.

* * *

5. „ფულს ბედნიერება არ მოაქვს, სამაგიეროდ უბედურება მიაქვს”.

* * *

6. „თავმდაბლობის ნაკლებობა – ჭკუის ნაკლებობაცაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „სიკვდილის ჟამს მხოლოდ და მხოლოდ იმას მიაქვს სიმდიდრე, ვინც სიცოცხლეში გაჭირვებულებს დაეხმარა”.

* * *

8. „ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს. რამეთუ იგი ათბობს კეთილსაც და ბოროტსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. „რაც მეტ ცოდნას იღებ, მით ნაკლები დრო გრჩება მის გამოსაყენებლად”.

* * *

10. „სიცოცხლით უკმაყოფილო ბევრია. სიკვდილის შემდეგ კი, არავის დაუჩივლია”.