თემურ ჩალაბაშვილი – “ფული”

დასაბამიდან მითი ხარ,

სახელად გქვია ფული,

ვისთვის სახარჯო ნივთი ხარ,

ვისთვის სული და გული.

***

სწყალობ ვინც შენს ბედს გაუგებს,

სიტყვას შენ ამბობ სეფეს,

მონას სასახლეს აუგებ,

ქოხს მოანატრებ,მეფეს.