საოლა

საოლა – წარმოადგენს ძუძუმწოვრების რიგის,ძროხისებრთა ოჯახის ცხოველს,წყვილჩლიქოსნების სახეობისა.მათი გავრცელების უმთავრესი არეალია ვიეტნამისა და ლაოსის ტერიტორიები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული სახეობა აღმოჩენილ იქნა სულ რაღაც ოცდაერთიოდე წლის წინათ (1992 წელი).მისი ლათინიზირებული სახელი გახლავთ – Paeudoryx nghetinhensis. (ავტორი გენია.ჯი) ეს სახელი კი მისთვის მინიჭებულ იქნა იმის გამო,რომ საოლას რქები მეტად ჩამოჰგავს წყვილჩლიქოსანთა გვარის ცხენისებრი ანტილოპების ქვეჯგუფის – ორიქსების რქებს.მიუხედავად იმისა,რომ საოლა 1992 წელს იქნა აღმოჩენილი,ფართო საზოგადოებისათვის მისი სამეცნიერო აღწერილობა ცნობილი გახდა 1993 წელს და ამავე წელს მიანიჭეს ზემოაღნიშნული სამეცნიერო სახელიც.ამ სახეობის აღმოჩენამ ზოოლოგებში ერთგვარი სენსაცია მოახდინა,რადგან აღარავის ეგონა,რომ XX საუკუნის მიწურულს შესაძლებელი იქნებოდა სრულიად ახალი და უცნობი დიდი ზომის ძუძუმწოვრების სახეობის ცხოველის აღმოჩენა.თავდაპირველად სამი წყვილი საოლა,შენიშნულ იქნა ვიეტნამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ვუ კუანგში.ყოველივე ამის შემდეგ ზოოლოგებმა მისი ძებნა განაგრძეს და ერთი წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგად კიდევ იქნა აღმოჩენილი საოლას არანაკლებ 20 ერთეული.პირველი ცოცხალი ეგზემპლარის ფოტოგადაღება ბუნებაში,განხორციელდა 1996 წელს ლაოსში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მათი ბუნებაში გადაღებული სურათები დღემდე დიდ იშვიათობას წარმოადგენს,რადგან ისინი ყველაზე მცირერიცხოვანი ცხოველები არიან დედამიწაზე წყვილჩლიქოსნების სახეობებს შორის.საოლას სიგრძე 180 სანტიმეტრამდეა.სიმაღლე 90 სანტიმეტრს უტოლდება.წონით 100 კილოგრამამდე იზრდებიან. (ავტორი გენია.ჯი) ბეწვის შეფერილობა მუქი ყავისფერია,ხოლო თითოეული ჩლიქი თეთრი ფერის აქვთ.სხეულის აგებულებით ძლიერ ჩამოჰგავენ მცირე ზომის ჩლიქოსნებს – დუკერებს.თავის მოყვანილობა ანტილოპების ჯგუფის ცხოველის – კუდუს მსგავსი აქვთ.მათი რქების სიგრძე ხშირ შემთხვევებში 50 სანტიმეტრს აღწევს.საოლას გავრცელების არეალი ზღვის დონიდან 300-დან 1800 მეტრ სიმაღლემდე მერყეობს.იკვებებიან ბალახეულითა და ფოთლებით.ცხოვრობენ წყვილებად.უცნობია საოლების სიცოცხლის ხანგრძლივობა.აქტიურები არიან დღის საათებში.არიან მეტად ფრთხილი და მოშიშარი ცხოველები.დღესდღეობით საოლა ერთ-ერთ ყველაზე მცირერიცხოვან ცხოველთა რიგს მიეკუთვნება,რის გამოც მათზე ნადირობა კანონით იკრძალება,როგორც “კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არსებული სახეობა”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სულ ბუნებაში მათი რამდენიმე ასეული ეგზემპლარია გავრცელებული,ხოლო “ტყვეობაში” კი 13 ეგზემპლარი იმყოფება. (ავტორი გენია.ჯი)