გენიალური ლიტერატორების გამონათქვამები…
1. „ნუთუ ოდესმე მიხვდებიან, რა რთულია ეს უბრალოება და რამდენი ფანდია საჭირო, რომ მართალი იყო”. – გუსტავ ფლობერი
* * *
2. „ – რაც ნაპოლეონმა ხმლით დაიპყრო, მას მე კალმით დავიპყრობ!” – (ონორე დე ბალზაკის მიერ გაკეთებული წარწერა ნაპოლეონის ბიუსტზე)
* * *
3. „ონორე დე ბალზაკმა ერთსა და იმავე დღეს შედგა ფეხი სამარესა და უკვდავებაში”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო
* * *
4. „გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელ დღის სიმბოლოსთან შევაერთებ”. – გაბრიელ ჟიულ ვერნი
* * *
5. „მე ვხედავ ამბებს, რომლებიც სასაცილოა, სასაცილოს და კიდევ ბევრ რასმე, რაც სამწუხაროა, სამწუხარო; მოკლედ, მთელი ქვეყანა სულელია, სულელი. აქაც, ვით ყველგან”. – გი დე მოპასანი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ეტყობა, არც ერთი მხარე არ გამოდის ომიდან გამარჯვებული”. – ერნესტ მილერ ჰემინგუეი
* * *
7. „მე ვცდილობდი დავნათესავებოდი ვინმე სხვის ხასიათს, მექცია ის ჩემად და ამით მიმეღწია წარმატებისათვის”. – (სტენდალი თავისი 200-მდე ფსევდონიმის შესახებ)
* * *
8. „თქვენ ნუ გგონიათ, რომ მე არ დავბრუნდები, მაგრამ – მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მანდ აღარ იქნებით, როდესაც თავისუფლება აღსდგება”. – (ვიქტორ-მარი ჰიუგოს პასუხი ნაპოლეონ III-ეს დევნილობიდან)
* * *
9. „მძიმე და გამომფიტავი სიგიჟეა დიდი წიგნების წერა, ანუ ხუთას გვერდად განვრცობა იდეისა, რომელიც სავსებით შეიძლება გადმოიცეს ხუთიოდ წუთში”. – ხორხე ლუის ბორხესი
* * *
10. „რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიუზღე რაც შეიძლება მეტი სიკეთე”. – რაბინდრანათ თაგორი (ავტორი გენია.ჯი)