“სიკვდილის” შესახებ…
“სიკვდილზე ფიქრისკენ თითქმის ყველა მამა მოგვიწოდებს.სიკვდილზე ფიქრი – ეს არის შინაგანი სიფხიზლე.ნელ-ნელა ეს ფიქრი სულიერად გზრდის.ჩვენი აქაური ცხოვრება – ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა.ჩვენი სამშობლო არის სამოთხე.სული არის იქიდან წამოსული და იქით დაბრუნება სწადია.სიკვდილი არის გარდამავალი ხიდი ამქვეყნიდან იმქვეყნად.სული ტოვებს ხორცს,სული კი აგრძელებს ცხოვრებას.ხორცში მყოფი ადამიანი მხოლოდ იმისთვის არის მოწოდებული,გარდამავალ ხიდს რომ გადაივლის,აუცილებლად მოხვდეს სასუფეველში,ღვთის წიაღში.წმინდათა თანა განისვენოს.ეს არის მისთვის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი,რასაც ის ამქვეყნად აკეთებს.ამისკენ უნდა მიდიოდეს მისი არა საქმეები,ზრახვები და შინაგანი სამყაროც. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილი აუცილებლად ყველას მოელის.სადღაც მოგნახავს,მიწის ზედაპირზე თუ ნაპრალში,ყველგან მოგაგნებს და ყველა ადგილიდან ყველა დროს გაგიყვანს ამ ქვეყნიდან.როგორც წმინდა მამები ამბობენ,ხორცს ტანსაცმელივით იხდი.შემდეგ ხდება სულიერ სამყაროში შესვლა.ამ სულიერ სამყაროში როგორც კი შედიხარ,უკვე ახალ წესებს ემსახურები,ახალ რეალობაში შედიხარ.ბევრი წმინდა მამა აღნიშნავს,რომ ერთი სული აქვთ,გავიდნენ ამ ქვეყნიდან და უფალთან დაემკვიდრონ.ჯოჯოხეთზე უფრო დამწველი ადამიანისთვის არის სინდისი,ღვთის მოწყალების ფონზე მას სინდისი ქენჯნის.ღმერთი იმდენს შეუნდობს,ადამიანს რამდენსაც არც კი იმსახურებს იგი”. (ავტორი გენია.ჯი)