ზეფირანტესი

ზეფირანტესი – წარმოადგენს ამარილისისებრნთა ოჯახის ბოლქვიან,მრავალწლოვან ყვავილოვან მცენარეთა რიგს,რომელსაც ბოტანიკოსები ადრეულ წლებში შროსანისებრთა ოჯახის მცენარედ განიხილავდა.მათი სამშობლო და უმთავრესი გავრცელების არეალია სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი,ცენტრალური და სამხრეთი რეგიონები (არგენტინა და ჩილე).ხარობენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში.სულ ბუნებაში,მათი 90 ქვეჯგუფის სახეობაა გავრცელებული,რომელთა შორის ნაწილი ოთახის მცენარეთა რიგს განეკუთვნება. (ავტორი გენია.ჯი) სახელწოდება – ზეფირანტესი,ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა,სადაც – Zephyr,ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით დასავლეთის თბილი ქარების ღმერთს აღნიშნავს,ხოლო – anthes – ყვავილს აღნიშნავს.ზეფირანტესს,ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “წვიმის შროშანს”,რადგან ყვავილობას წვიმის სეზონების დადგომისთანავე იწყებენ.აღსანიშნავია,რომ ზეფირანტესები ძალიან სწრაფად მზარდი მცენარეები არიან და მას შემდეგ რაც მიწის ზემოთ ამოიწვერებიან,სულ რამდენიმე დღეში ყვავიან კიდეც.იმ რეგიონებში,სადაც ისინი ხარობენ,მშრალი სეზონების დადგომისას,მათი უმეტესი სახეობა ბოლქვებში არიან ჩამალული.გამოირჩევიან გვალვის მიმართ კარკი გამძლეობით,რაც მათში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის დამსახურებაა.ზეფირანტესი შეიცავს ვიწრო და წრფივ ფოთლებს და იზრდებიან 40 სანტიმეტრამდე სიმაღლის.იგი სინათლის მოყვარული მცენარეა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ზეფირანტესი ყვავილების მოყვარულებში,მისი ულამაზესი გარეგნული იერის გამო ფართოდ არის გავრცელებული და მისი მოვლა დიდ პრობლემებთანაც არ არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი)