“ეშმაკის ქარი”
“ეშმაკის ქარი” - ინგლისურ ენაზე “Devil wind”,ან შესაძლოა მოხსენიებულ იქნას როგორც – “Blowing from guns”,რაც თარგმანით “ქვემეხებიდან ქროლვას” აღნიშნავს.იგი წარმოადგენდა სიკვდილით დასჯის ერთ-ერთ უსაშინელეს მეთოდს,რა დროსაც მსხვერპლს ამაგრებდნენ ქვემეხის ლულაზე,რომელიც დატენილი გახლდათ საზარბაზნე ბირთვით ან დენთით,ამის შემდეგ ანხორციელებდნენ გასროლას,რის შედეგადაც სიკვდილმისჯილის სხეული იხლიჩებოდა ნაწილებად და მისი გადარჩენის თეორიული შანსიც კი აღარ რჩებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად აღნიშნული მეთოდი შემოღებულ იქნა ბრიტანელთა მიერ ინდოეთის 1857-1858 წლების აჯანყების დროს (სიპაების აჯანყება) და მას ფართოდ გამოიყენებდნენ ბრიტანელები აჯანყებულ ტყვეთა წინააღმდეგ დასასჯელად.”ეშმაკის ქარი”-ს მეთოდით სიკვდილით დასჯა,არა მარტო უმძიმესი შედეგების მომტანი იყო,არამედ ეწინააღმდეგებოდა ინდუსთა რელიგიურ და საზოგადოებრივ ტრადიციებს,რის გამოც მის მიმართ ქვეყანაში დიდად ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ეშმაკის ქარი” მოგვიანებით არა მარტო ბრიტანელებში,არამედ სხვა ქვეყნების “პრაქტიკაშიც” დაინერგა. სიკვდილის დასჯის ეს საშინელი მეთოდი არაერთმა ლიტერატორმა თუ მხატვარმა ასახა თავიანთ ნაწარმოებში კერძოდ ჟიულ ვერნიმ (ორთქლის სახლი),რაფაელ საბატინიმ (კაპიტან ბლადას ოდისეა) და სხვა.გარდა ამისა “ეშმაკის ქარი”-ს მეთოდით სიკვდილით დასჯა,1884 წელს თავის სურათში ასახა ცნობილმა რუსმა მხატვარმა-ბატალისტმა და ლიტერატორმა ვასილი ვერეშაგინმა,სახელწოდებით – “აჯანყების ლიდერთა დასჯა “ეშმაკის ქარის” გამოყენებით.აღნიშნული ტილო ამერიკის შეერთებულ შტატებში ინახებოდა,თუმცა როგორც ერთ-ერთი ვერსია მოწმობს,იგი ბრიტანელებმა გამოისყიდეს,რის შემდეგაც გაანადგურეს.ამ ფაქტის დადასტურება კი დღემდე ვერ ხერხდება. (ავტორი გენია.ჯი)