იცით თუ არა,რომ
1. ადოლფ ჰიტლერი თავის მოადგილეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირს ფიურერის გარემოცვაში – მარტინ ბორმანს,”საკუთარ ჩრდილს” ეძახდა.
2. გაერთიანებული რუსეთის მეფე ივანე IV მრისხანე,1584 წლის 18 მარტს ჭადრაკის თამაშის დროს გარდაიცვალა.
3. ძველი ბერძენი ქალები ასაკს არა დაბადებიდან,არამედ გათხოვებიდან ითვლიდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
4. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ: იმისთვის რომ გაიგო როგორ ცხოვრობს ხალხი,ორი ადგილი უნდა ნახო,ბაზარი და სასაფლაო.
5. გენიალური ქართველი პოეტი – დავით გურამიშვილი ტყვეობაში ორჯერ იმყოფებოდა (დაღესტანში და ედინბურგის ციხეში).
6. რუსეთის იმპერატორის პეტრე I დიდის ბეჭედზე ამოტვიფრული იყო: “მე მოსწავლის ჩინით ვარ და მასწავლებელს მოვითხოვ”.
7. ანგლიკანები მხოლოდ ორ საეკლესიო საიდუმლეობას აღიარებენ: ნათლისღებას და ზიარებას.
8. 1933 წლამდე ამერიკულ რუკებზე “საბჭოთა კავშირი” თეთრი ფერით იყო აღნიშნული.
9. ლეგენდარული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი,ასევე ლეგენდარულ ფრანგ სახელმწიფო მოღვაწეს – შარლ დე გოლს - “მოფაშისტო ფრანგს” ეძახდა. (ავტორი გენია.ჯი)
10. ეშმაკს ნებისმიერ არსებად შეუძლია იქცეს გარდა – მტრედისა და კრავისა.