“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. პირველად ღმერთმა სამყარო შექმნა და დაისვენა,მერე კაცი შექმნა და კვლავ დაისვენა,ბოლოს კი ქალი შექმნა და მას მერე აღარც კაცს და აღარც ღმერთს არ დაუსვენია.
* * *
2. სიკვდილი ხშირად მინდება, სიცოცხლე ხანდახან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. თუ კი თქვენ ვერ იღებთ იმას,რაც გიყვართ,დაგრჩენიათ მხოლოდ,შეიყვაროთ ის რაც გერგოთ.
* * *
4. ნუ მეტყვი რა უნდა გავაკეთო და არ გეტყვი სად უნდა წახვიდე.
* * *
5. თუ თქვენი ოცნების ქალი იპოვეთ,გირჩევთ სხვა ოცნებებს დაემშვიდობოთ.
* * *
6. ყველა კანონის დარღვევა შეიძლება,მთავარია ფიზიკის კანონი არ იყოს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. შეცდომა რომ არ დავუშვათ,გამოცდილებაა საჭირო,გამოცდილების შესაძენად კი შეცდომის დაშვება.
* * *
8. ბავშვები რომ კითხვებს არ სვამდნენ,ვერასოდეს გაიგებდნენ,რა ცოტა იციან მათმა მშობლებმა.
* * *
9. ჩვენი ლოცვის ყველაზე დიდი და გულწრფელი ნაწილი – ჩივილია.
* * *
10. როცა ბრმა ქვაზე წაიფორთხიალებს და წაიქცევა, ის ყოველთვის გზას ლანძღავს – თუმცა ამაში დამნაშავე თავად მისი სიბრმავეა. (ავტორი გენია.ჯი)